სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოდიშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
27-03-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ოდიშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

სკოლის ყველა მასწავლებელმა შექმნა ჯგუფები, კლასების მიხედვით. ასე უკავშირდებიან თავიანთ მოსწავლეებს, უხსნიან ახალ მასალას და აძლევენ რეკომენდაციებს დავალების შესასრულებლად. 

XI კლასი ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში, სადაც მასწავლებლები უფრო სრულყოფილად ახერხებენ მოსწავლეებთან ახალი მასალის გადაცემასა და უკუკავშირს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზოგიერთ მოსწავლესთან ვერ ხერხდება სრულფასოვანი დაკავშირება ინტერნეტის არქონის გამო, მასთან ურთიერთობა მასწავლებელს უხდება მობილური ტელეფონით, რაც გარკვეულ სიძნელეებს უქმნის მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. 

„მსოფლიოში მიმდინარე მძიმე კრიზისული მდგომარეობის გამო ჩვენმა მთავრობამ მოგვცა რეკომენდაცია, დავრჩეთ სახლში და გადავიდეთ დისტანციურ სწავლებაზე. ოდიშის N2 საჯარო სკოლა, როგორც სხვა სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩაერთო ამ გამოწვევაში და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვასრულებთ იმ მითითებებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გავაგრძელოთ სწავლა და ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ საჭირო ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის დასაძლევად

წინააღმდეგობების მიუხედავად, მოსწავლეების დაინტერესება და მონდომება დიდია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ გავუმკლავდებით ამ დიდ განსაცდელს და გამოვალთ მძიმე სიტუაციიდან ჩვენს მოსწავლეებთან ერთად", - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება