ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.