ქერეს საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
25-03-2020
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის, ქერეს საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
მასწავლებლები მოსწავლეებს უკავშირდებიან facebook ჯგუფებით, სადაც ვიდეოგაკვეთილებსა და დავალებებს აწვდიან.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინრეჟიმში უტარდებათ.