სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების კონკურსი გამოცხადდა
18-07-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების კონკურსი გამოაცხადა.

პროგრამაში არსებულ მასწავლებლებს, კიდევ 25 დამხმარე მასწავლებელი შეუერთდება, რომლებსაც პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ და 2-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, სწავლა დაუფინანსდებათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

საკონკურსო განაცხადების შემოტანა 28 ივლისამდე გაგრძელდება, განაცხადების გადარჩევის ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.

კონკურსის წესით შერჩეული პროგრამის მონაწილეები 2017-2018 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში და უზრუნველყოფენ:

· ქართულის, როგორც მეორე ენის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად, გაკვეთილების დაგეგმვასა და წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად;

· არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლები, ასევე, ჩაერთვებიან სხვადასხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, მათი ფუნქციებისა და მოვალეობის შესაბამისად, სკოლებში განაწილებამდე კი გაივლიან ინტენსიურ მომზადებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს რომელთაც აქვთ:

· უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა ან დაწყებითი განათლება (ძირითადი ან მეორადი სპეციალობა) დოკუმენტის ასლის ატვირთვა სავალდებულოა.

· ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით და ამასთანავე აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მოთხოვნას:

1. თავისუფალი კრედიტების სახით მოპოვებული აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართულის, როგორც მეორე ენის ან დაწყებით საფეხურზე სწავლების (პედაგოგიკის) მინიმუმ 30 კრედიტი;

2. ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი უწყვეტი გამოცდილება;

3. სერტიფიცირება შესაბამის საგანში ან/და საგნობრივი გამოცდის ჩაბარება ქართული, როგორც მეორე ენაში.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს როგორც არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge

ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებელი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება