სიახლეები
სკოლები

„აუტანელი სიჩუმე“ - ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებულ სკოლას სტატია მიუძღვნა
20-03-2020
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ია დარბაიძემ საქართველოში არსებულ სიტუაციას სტატია მიუძღვნა.

„აუტანელი სიჩუმე“ - ასე ჰქვია ჩანახატს, რომელიც ძალიან ემოციურია. სტატიის ავტორი წუხს, რომ შექმნილი ვითარების გამო საქართველოში სწავლა შეწყდა და სკოლაში ბავშვების ჟრიამული აღარ ისმის. 

გთავაზობთ პედაგოგის სტატიას:

აუტანელი სიჩუმე

21-ე საუკუნეში,ამ მეტად განვითარებულ მაგრამ ხმაურიან ეპოქაში,ადამიანი ნატრობს ერთს და ესაა სიმშვიდე.ყოველდღიურად  მოსმენილ ინფორმაციას თუ ნანახს ,ადამიანის გონება ვეღარ იტევს და ჩვენც გვეუფლება ამ ეპოქის დაუძლეველი სენი - დეპრესია. ყველგან მის კვალს ვხვდებით, ყველაფერს მისი დაღი აზის...

ძნელად მოიპოვება ადამიანი,რომელსაც სიმშვიდე არ ენატრება,მაგრამ ამას ვერ ეგუება მხოლოდ მასწავლებელი. დიახ,მასწავლებლისთვის ტანჯვაა აუტანელი სიჩუმე სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში რომ გამეფებულა. მასწავლებელისთვის მოსწავლეთა ჟრიამული და ჟივილ-ხივილი ისაა,რაც თევზისთვის - წყალი.

გუშინ ფრთხილად ავუყევი სკოლის კიბეს,ამაოდ ვეძებდი ნაცნობ სახეებსა და ხმის გაგონებას. „აი,მერვე კლასი,მოდი შევაღებ კარებს“ -გავიფიქრე გულში და დაცარიელებული კლასის ხილვისას თავში ამომიტივტივდა ფრაზა: ,,შვილები არ არიან“...ფრთხილად ჩამოვჯექი ჩემს კუთვნილ სკამზე და თვალი გადავავლე დადუმებულ საკლასო ოთახს. „აქ ნინო ზის,აქ -ელენე, აქ -ზურა“-ვფიქრობდი და ჩემს წარმოსახვაში მოსწავლეთა სახეებს ვხატავდი...

„ლოყებზე შერჩენილი სიზმრის სუნით

მერხებთან სხედან პუდინგები,

ჩუმად თამაშობენ ერთმანეთში

კუბებითა და კუბიკებით.

ფრთები გაკრული აქვთ ათი კილო,

განათლებითა და ზურგჩანთებით,

სკოლებში, სახლებში, ავტობუსში

ჭკუას ვარიგებთ და ვუჯავრდებით...

თავი გაასწორეთ! სმენა! სწორდით!

ჩუმად! ნუ იცინით! ნუ თამაშობთ!

ახლავე დაიზუთხეთ საზეპირო!

აქედან მოაშორეთ სათამაშო“...

ჰოდა,ისინიც აღარ თამაშობენ,აღარ დარბიან გაბრწყინვებული თვალებით სკოლის დერეფნებსა თუ ეზოში; აღარ აკაკუნებენ ფრთხილად სამასწავლებლო ოთახის კარებზე,აღარც დაფასთან გამოსვლას ითხოვენ ანცი ღიმილით...

ფრთხილად გამოვიხურე ცარიელი საკლასო ოთახი და კარგად აღარ მახსოვს, როგორ ამოვიღე ჩანთიდან ტელეფონი და ,,გუგლში“ როგორ მოვძებნე წმინდა მღვდელმონაზონ სერაფიმე ვირიცელის წერილი  (მას ყოველი განსაცდელის ჟამს ვკითხულობ):

„გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.

 შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღრზდა.როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ - ეს ჩემგან იყო.

შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.

თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვსდეს - ეს ჩემგან იყო.

მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე.

შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ.

გაჭივრებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის - ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.

მე მინდა, რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დაპირებაში. მე არ დავუშვებ იმას, რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი - არ გწამდა შენ ღმერთისო!

ღამ-ღამობით განიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო.

მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება.

მოტყუვდი შენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში.

ცილი დაგწამა ვინმემ? მომანდე ეს საქმე და მომეტმასნე მე, შენს თავშესაფარს, რათა გამაგრდე „ენის ყივილისაგან". თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, ხოლო შენი სამართლიანობა დაემსგავსება შუადღეს.

დაინგრა შენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.

იგემე მოულოდნელად ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? - ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა, რომ შენი გული და სული მუდამ ანათებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას.

დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობასა და დრტვინვაში ვარდები? იცოდე - ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდიდი შენი ლოცვების კადნიერების ძალას ამ შენი ახლობლების მიმართ. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?

მოგიხილა მძიმე ავადმყფობამ - დროებითმა ან უკურნებელმა - და შენ აღმოჩნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე - ეს ჩემგან იყო. რადგან მე მინდა, რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩაწვდე ჩემს გეგმებს, ადამიანთა სულენის სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, არამედ უდრტვინველად მოუდრიკე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ...

გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!

ყოველი საწრეტელი შეგეხება თუ არა, დაჩლუნგდება, რადგან ჩავდე შენს სხეულში სიტყვები, რომლებიც მე გამოგიცხადე შენ დღეს: ეს ჩემგან იყო!

           (წმინდა მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი ).

გონების თვალით გადავწვდი საქართველოს პედაგოგიკის ისტორიას,ვიხსენებდი თუ როგორ მირბოდა ჩემი წინაპარი თვალებბრიალა ბიჭი თუ გოგონა ეკლესიის ტალანებისკენ მოძღვრის სანახავად,რომ მასთან ერთად ამოეკითხა მადლიანი ქართული ასოები...

სკოლიდან შენობიდან გამოვედი და ვიგრძენი,რომ რაღაც დიდი და ძვირფასი დავკარგეთ -მადლი უფლისა...

პ.ს. „რაც არ გკლავს,გაძლიერებსო“,ჰოდა,ღმერთმა ინებოს ჩვენი გაძლიერება,ჩვენი სკოლისა და ქვეყნის ნათელი მომავალისკენ სვლა!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება