სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ისტორიის გამოცდის საკითხები და აბიტურიენტთა შეფასებები
17-07-2017
-
+


დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ. პირველი სესიის აპლიკანტებმა გამოცდა დილით ჩააბარეს, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 96%-ზე მეტი გამოცხადდა გამოცდაზე. მე-2 სესიის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 14:00-ზე დაიწყება.

აბიტურიენტთა უმრავლესობა გამოცდას მარტივად აფასებს. ჩვენთან საუბრისას ისინი საგამოცდო საკითხებს იხსენებენ:

''საშუალო სირთულის გამოცდა იყო. ყველაფერი დავწერე და არც ერთი საკითხი არ მერთულა. საკითხები რაც დამამახსოვრა: რომელი ქვეყნის წყაროებში მოიხსენება დიაოხი და კოლხა, სად დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი, ვის აზრს ითვალისწინებდნენ ბერძნები კოლონიების დაარსებისას, რა არის ინდულიგენცია.''

''კარგად ვიყავი მომზადებული და, ვფიქრობ, კარგადაც დავწერე. რაც შეეხება საკითხებს, წყარო იყო თამარ მეფის შესახებ, კარიკატურა - კონსტანტინეპოლის აღებაზე, მე-2 კარიკატურა თუ სწორად მახსოვს, ''საქართველოს მოამბეზე'' იყო.  არგუმენტი უნდა მოგვეყვანა - ჯვაროსნებს უნდა დავხმარებოდით თუ არა, ხოლო მე-2 არგუმენტი - უნდა გაუქმებულიყო თუ არა წოდებრიობა საფრანგეთში. რუკა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ იყო.''

''კმაყოფილი ვარ, კარგად დავწერე. წინა წლების ტესტებთან შედარებით, ჩემი აზრით, უფრო მარტივი იყო. დროზე ადრე გამოვედი. ძვ.წ.-დან რამდენიმე საკითხი მოვიდა; - მაგალითად, რა იყო პომპეუსის ლაშქრობის მიზანი, რომელი ქვეყნის წყაროებშია მოხსენიებული დიაოხი კოლხა და ვის რჩევას ითვალისწინებდნენ ბერძნები კოლონიის დაარსებისას. ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ქრონოლოგიურად დალაგებას რაც შეეხება, პირველი იყო ტრიუმვირატის შექმნა, პრინციპატი და ტეტრარქია, მე-2 - ინგლისის რევოლოცუაზე; დიდი პარლამენტის მოწვევა, კრომველის ჰოლანდიელებთან ბრძოლა და მეფის ჩრდილოეთში გაქცევამე-3 ბიბლიოთეკის დაარსება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, აფხაზეთის გაუქმება. რუკა იყო დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, ვინები ხელმძღვანელობდნენ და რა იყო მიზანიო.''

''საერთოდ არ გამჭირვებია, ყველა საკითხი დავწერე. უცბათ რაც მახსენდება, ესენია: რაზე მიუთითებდა ქრისტიანობის მიღება ქართლში, რომელი სამთავრო მონაწილეობდა მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს გაერთიანებაში, ალექსანდრე მეორემ რა გააკეთა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანადო, მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში რა რეფორმა გაატარეს კავკასიაში. პირველი ილუსტრაცია კონსტანინოპოლის აღებაზე იყო, მეორე - გაზეთზე, უნდა გაგვეცა სწორი პასუხი, თუ რომელი გაზეთი იყო, რომელ წელს დაარსდა, რომელი ორგანოსი იყო. წყაროს რაც შეეხება, იყო თამარ მეფის შესახებ იყო, წყაროშივე იპოვიდით პასუხებს.''

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება