სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნახატებით ნათქვამი სათქმელი“ - ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მხატვარ რევაზ ხითარიშვილს სტატია მიუძღვნა
16-03-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ემზარ გოზალიშვილი მხატვარ რევაზ ხითარიშვილს შეხვდა და მის შესახებ სტატია მოამზადა.

მოსწავლემ რევაზ ხითარიშვილსგან საინტერესო ამბები მოისმინა და თავისი შთაბეჭდილებები წერილობით გადმოსცა.

გთავაზობთ ემზარ გოზალიშვილის ჩანახატს მხატვარზე.

„ნახატებით ნათქვამი სათქმელი“

რევაზ ხითარიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის მკვიდრია. ის ამჟამად 64 წლისაა და უკვე 44 წელია ხატავს. პროფესიით პედაგოგი, ხატავს თითქმის ყველგან: კედელზე, კარზე, ტილოზე... მოლბერტი, აკვარელი, ფერებში ამოსვრილი ფუნჯები, მოხატული სახლის კედლები, სკამები, კარიც კი მხატვრის მისტიკურ სამყაროში შეგიყვანთ. სახელოსნო საცხოვრებელ სახლშია, იქ ისეთი გარემო სუფევს ადამიანს ყველა ამ ქვეყნიურ პრობლემებს, რომ დაავიწყებს და სადღაც უსასრულობაში გადასტყორცნის.

ის ხატვას, ძირითადად, სტუდენტობის ასაკში დაეუფლა, ნახატებს კი, ხან მეგობრებს ჩუქნიდა, ხან კიდევ ყიდდა და ამ ფულით თავს ირჩენდა, მაშინაც და ახლაც ყურადღებას ფერების დაწყობას, თავისუფალ მიდგომასა და კომპოზიციის სისრულეში მოყვანას აქცევს, დიდ დროს უთმობს ამ საქმეს, რადგან მიაჩნია, რომ შრომით და განსხვავებული ხედვით უფრო სრულყოფილად გადმოსცემს ნახატის ხასიათს.

რევაზ ხითარიშვილიმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და მასწავლებლადაც მუშაობდა, ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ მიზნების მიღწევა თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს და რაიმე კონკრეტული სფეროს შესწავლით პროფესიის არჩევა არ ხდება, მხატვრობა ისეთი რთული სფეროა, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს, სხვადასხვა ნახატით სხვადასხვანაირად გადმოსცემს სათქმელს და ეს თავისუფალი ნახატები დროში ხვეწავს ადამიანს.

რევაზს 1000 ნამუშევარი აქვს შექმნილი. ნახატების გარდა, ქანდაკებებზეც მუშაობს. მაგალითად, მისმა ესკიზმა „მტკვრის ხეობა მესხეთში“ ახალციხეში რაბათში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.

მხატვრის მიზანი მის ხასიათს ემთხვევა, მას სურს უფრო და უფრო მეტი დახატოს, ბევრი ნამუშევარი შექმნას რათა პროფესიულად დაიხვეწოს. მისი ნახატების ღირებულება 300 ლარიდან 3000 ლარამდეა.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება