ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
13-03-2020
დაკოპირებულია
-
+
დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, სველი წერტილები და დერეფნები.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.