წევის საჯარო სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
13-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, სველი წერტილები, დერეფნები და სკოლის ყველა დამხმარე სათავსო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.