ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
13-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, სადეზინფექციო ხსნარით დასუფთავდა.
დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული დარბაზი, სველი წერტილები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.