წყალთბილის საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
13-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალთბილის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, დერეფანი , საპირფარეშო და სხვა ოთახები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.