ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, პედაგოგების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.