თბილისის N37 სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N37 საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.