ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და დასუფთავდა სკოლის შენობა.
სადეზინფექციო სამუშაოები „ვეტ-დეზ-ნოვაცია +-მა“ ჩაატარა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ ციფრული წიგნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. ასევე გაიზარდა მათი მოტივაცია და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში