ნაქალაქარის საჯარო სკოლის შენობა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
10-03-2020
დაკოპირებულია
-
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის საჯარო სკოლის შენობა კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო პრეპარატებით დამუშავდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.