თელის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თელის საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.სპეციალური საშუალებებით დამუშავდა საკლასო ოთახები და სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგების, მოსწავლეებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება დაიცვას.
იხილეთ ფოტოები