სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ქალებს ფართო ასპარეზს შესაძლებლობათა გამოვლენისთვის - ჩხენკელი ქალებს 8 მარტს ულოცავს
08-03-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქალთა საერთოშორისო დღეს ულოცავს ყველა ქალს და მათ  ბედნიერებას, მშვიდობას და შესაძლებლობათა გამოვლენისთვის ფართო ასპარეზს უსურვებს.

მილოცვის ტექსტი სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს გულითადად ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს.

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ამ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში მოღვაწე ქალებს.

საქართველოს წინსვლაში, ჩვენი კულტურის ფორმირებაში ქალები ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. ეს როლი გულისხმობდა არა მხოლოდ ფასდაუდებელ გარჯას ღირსეულ მომავალ თაობათა აღზრდისათვის, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოს ქალებს დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ჩვენ კვლავაც გვმართებს ძალისხმევა, რათა მათ სრულფასოვანი, ნიჭისა და შესაძლებლობების შესაბამისი ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, მიუხედავად საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებებით გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, კვლავაც გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა. ჩვენი კულტურისა და ტრადიციებისათვის სრულიად უცხო და მიუღებელი ძალადობის წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანი, სახელწიფო და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ. აგრესიისა და ჩაგვრისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა შეუძლებელია გენდერული თანასწორობის გარეშე და ამდენად, ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი როლის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამ პროცესებში ყოველი მამაკაცი სოლიდარული უნდა იყოს, რადგან ქალთა თანასწორობა ნიშნავს პროგრესს და კეთილდღეობას ყველასათვის.

ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ქალებს ბედნიერებას, მშვიდობას და ფართო ასპარეზს შესაძლებლობათა გამოვლენისთვის", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცლებულ ტექსტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება