სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 მითი მასწავლებლებზე
04-07-2021
-
+


საზოგადოებამ მასწავლებლისგან წლების წინ შექმნა იდეალური პიროვნება და პედაგოგებსაც, მუდმივად არსებულ სტერეოტიპებთან უწევთ ადაპტირება. თუმცა, იმავდროულად, არსებობს ისეთი მითები, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.  

მითი N 1 - მასწავლებლის მთავარი მიზანი მაქსიმალური ცოდნის გაზიარებაა

მართალია, ცოდნის გაზიარება ყოველი მასწავლებლის მიზანია, თუმცა მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მიღებული ინფორმაცია გაიაზროს. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ დროს მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. მასწავლებლისთვის მთავარია, ბავშვს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა და რეალურად, არავის სიამოვნებს დაზუთხული ფრაზების მოსმენა.

მითი N 2 - მასწავლებლის ცხოვრება მარტივია

რომ იცოდეთ, რეალურად  რამდენ საათს მუშაობს მასწავლებელი, ეს მითი მაშინვე დაიმსხვრეოდა. არადა მოსწავლეებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ მასწავლებლის საყვარელი საქმიანობა მათი წამებაა. არადა მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც საკუთარი ცხოვრება გააჩნია.

მითი N3 - არსებობს მასწავლებლის ორი ტიპი - ვისაც ვემორჩილებით და  ვისთანაც „ყველაფერი მოსულა“

რეალურად, არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები - ზოგი მეტად, მომთმენია, ზოგი კი პირიქით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველ ტიპთან ყველაფრის უფლება უნდა მისცეთ თავს და მეორესთან შიშისგან იკანკალო. სინამდვილეში კი მასწავლებლები ერთი რამით გვანან ერთმანეთს - მათ ახსოვთ ყველაფერი, რაც კი მოსწავლეებს უთქვამთ და უხეშად ნათქვამი ყოველი სიტყვა კვალს ტოვებს მათ გულში.  

მითი N4 - მასწავლებლის ფავორიტი ფრიადოსანი მოსწავლეა

მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, წაახალისოს კარგი ყოფაქცევა, ამიტომ მადლიერებას გამოხატავს ფრიადოსანი მოსწავლეებისადმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, ისინი  მისი საყვარელი მოსწავლეები არიან. ამ დროს ბუნტისთავი მოსწავლე შესაძლოა სულაც საკუთარ ბავშვობას აგონებდეს.

მითი N5 - მასწავლებელს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს

მასწავლებელი იდეალური უნდა იყოს და ამის გაკეთება ძალიან რთულია ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის. თუმცა ფაქტია, რასაც ითხოვენ მოსწავლეებისგან, თავადაც მოეთხოვებათ მათი მხრიდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება