სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
24-02-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში რიგით მესამე ინტეგრირებული გაკვეთილი (სამოქალაქო განათლება - მერი ბრეგაძე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - გიორგი საკანდელიძე, ინგლისური ენა - თეა ბარდაველიძე, სტუდენტი - თინათინ ლომთაძე) ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო - „კულტურათა მრავალფეროვნება“.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გაანალიზეს ლეგენდებისა და ისტორიის გავლენა კულტურასა და თანამედროვე ცხოვრებაზე, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა კულტურის განმასხვავებელ ნიშნებზე, გაანალიზეს მრავალფეროვანი გარემოს წარმოშობის ისტორია და მისი მნიშვნელობა, სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების პლატფორმების გამოყენებით შეასრულეს დავალებები.

მეთოდ „ლიტერატურული წრის“ გამოყენებით ჯგუფებმა დაამუშავეს ახალი ტექსტები, მოიძიეს ახალი სიტყვები, გამართეს დისკუსია, შეაჯამეს ინფორმაცია, წინასწარ განჭვრიტეს მოვლენები და წარმოადგინეს წაკითხულის შესახებ ილუსტრაციები. სახალისოდ და კრეატიულად გაუზიარეს ჯგუფებმა ერთმანეთს დამუშავებული ინფორმაცია. გააცოცხლეს ლეგენდები როლური თამაშებით. იმპროვიზირებულად აჩვენეს თუ როგორ აისახა ლეგენდები ფილმებზე, ცეკვაზე, სიმღერაზე.

გაკვეთილს ესწრებოდნენ პროექტის ამერიკელი და ქართველი ექსპერტები - თომა მალეტი და ხათუნა ახალაია. გაკვეთილის დასასრულს წარიმართა განხილვა, თითოეულმა მასწავლებელმა შეაჯამა გაკვეთილზე თავისი როლი და მიღწეული შედეგი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება