სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის ეს 8 მოქმედება მოსწავლის წარმატებას იწვევს - თქვენ რომელს მიმართავთ ხშირად?
30-05-2021
-
+


მოსწავლეთა წარმატება მასწავლებლის უპირველესი მიზანია. ზოგიერთი მოსწავლისთვის წარმატება კარგ შეფასებასთან ასოცირდება, სხვებისთვის ეს შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა. პედაგოგებს შეუძლიათ, დაეხმარონ ყველა მოსწავლეს საკუთარი უნარ-ჩვევების რეალიზებაში, შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში.

ქვემოთ მოცემულია 8 სტრატეგია, რომელთა გამოყენებაც თქვენს მოსწავლეებს უფრო წარმატებულებს აღზრდის.

1.   გქონდეთ მეტის მოლოდინი მოსწავლეებისგან

განსაზღვრეთ თქვენი მოსწავლეების შესაძლებლობები, მოსთხოვეთ მათ მეტ, მაგრამ არა შეუძლებელი. „აიძულეთ“ მოსწავლეები მიაღწიონ უფრო მაღალ მწვერვალებს, აითვისონ მეტი, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უნარ-ჩვევები. ეს მარტივი არაა, შეიძლება ზოგიერთს მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე დანარჩენებს, მაგრამ ყველა მოსწავლეს სურს, რომ მოისმინოს თქვენგან - „შენ ჭკვიანი ხართ, ყველაფერი კარგად გამოგდის, მეტი შეგიძლია“. მიეცით საშუალო საფეხურის მოსწავლეებს უფრო რთული მასალა, ვიდრე სასკოლო წიგნებშია (წასაკითხი წიგნი, მათემატიკური ამოცანა და ა.შ.) მას შემდეგ, რაც ისინი გაუმკლავდებიან დავალებას, შეაქეთ და აღნიშნეთ, რომ ჭკვიანები არიან.

2.  მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბეთ საკლასო წესები

მოსწავლეებში (განსაკუთრებით საბაზო საფეხურისთვის) ქცევების ჩამოსაყალიბებლად ეფექტური გზაა რეჟიმის შემუშავება და დროის სწორად დაგეგმვა. ამის გარეშე პატარები საკუთარ დროს ვერ მართავენ და თამაშში გართულებს სწავლის დრო არ რჩებათ. რეჟიმი (მათ შორის სასკოლო) ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში. გაკვეთილსაც სჭირდება სწორად დაგეგმვა და დროის ეფექტურად გამოყენება. გრაფიკი საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ დროის სწორად გადანაწილებაზე. საკლასო მენეჯმენტი უნდა გახდეს ყოველდღიური რეჟიმის ნაწილი. მოსწავლეებთან ერთად შექმენით წესები და გამოაკარით კლასში. 

3.  მნიშვნელოვანი 5 წუთი 

პედაგოგებისთვის ნაცნობია, რომ ზარის დარეკვის შემდეგ მოსწავლეებს საგაკვეთილო რეჟიმში „ჩაჯდომა“ უჭირთ. გაკვეთილის დასრულებისას კი ბევრი დავალების ჩანიშვნას ვერ ასწრებს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ შეიმუშავოთ „ხუთი წუთის მეთოდი“. გაკვეთილის დაწყებისას მიეცით მოსწავლეებს 5 წუთი, რათა მოწესრიგდნენ და მოემზადონ, გაკვეთილის დასრულებამდე კი შეახსენეთ, რომ მოასწრონ გაკვეთილის ჩანიშვნა და მოემზადონ ზარისთვის. მიაჩვიეთ მოსწავლეები ამ რეჟიმს და საგაკვეთილო პროცესის მართვა აღარ გაგიჭირდებათ.

4.   მუდმივად იზრუნეთ პროფესიულ ზრდაზე, განვითარდით​

ბავშვებს არ მოსწონთ ერთფეროვნება. ერთი და იმავე საგნის რუტინულმა სწავლამ შეიძლება მოსწავლეების გულაცრუება გამოიწვიოს. ისინი, სავარაუდოდ, „გაკვეთილამდე მოიტანენ“ ნასწავლს, შემდეგ კი მალე დაივიწყებენ. ამიტომ საჭიროა სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო. თანამედროვე ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, ინტერნეტის წყალობით კი შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ სხვადასხვა ქვეყნის სწავლების მეთოდებს, გაეცნოთ ახალ კვლევებს, გაიგოთ მეტი სწავლების შესახებ. თუ მუდმივად იზრუნებთ განვითარებაზე და თანამედროვე სამყაროს ფეხს აუწყობთ, მოსწავლეებს თქვენს გაკვეთილზე ყოფნა ძალიან შეუყვარდებათ. თან ასეთი ქცევით მათაც დაანახებთ, რომ ნაკითხი, განვითარებული და ნასწავლი ადამიანი ყოველთვის საინტერესოა.  

5.   დაეხმარეთ მოსწავლეებს ბლუმის ტაქსონომიის პირამიდის ყველა საფეხურის გადალახვაში 

სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრებას, გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შეძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება, აზროვნების აქტივაცია. ბლუმის ტაქსონომია ასევე ეხმარება მოსწავლეებს გამოიმუშავოს კითხვებზე ლოგიკური პასუხები, ახსნას თავისი პოზიცია და მეტად განვითარდეს. 

6.   მიმართეთ სწავლების სხვადასხვა მეთოდს

სწავლების სხვადასხვა მეთოდი მოსწავლეების უნარებს განსხვავებულად წარმოაჩენს. ამიტომ ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი. ყველა მოსწავლეს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე. როდესაც ცვლით სწავლების მეთოდს, თქვენ მოსწავლეს აძლევთ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის საშუალებას. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გაკვეთილის დრო სრულად დაუთმოთ ასახსნელ თემას და გამოკითხვას, ჩართეთ საგაკვეთილო პროცესში მეტი აუდიო და ვიზუალური მასალა. ასევე იმსჯელეთ, გამართეთ დისკუსია. მოსწავლეებს მოსწონთ ისეთი გაკვეთილი, რომელიც საინტერესოა და ყველას შეუძლია ჩართვა.

7.   იყავით მზრუნველი ყველას მიმართ

მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომ თქვენ მუდმივად მოგიწევთ ბავშვებზე ზრუნვა. ყოველთვის შეამოწმეთ მოსწავლეები რამდენად ითვისებენ მასალას, ასევე დაინტერესდით მათი პირადი ცხოვრებით, გაიგეთ მათი ჰობი. ეცადეთ კლასის გაცნობის პირველივე დღეებში გაარკვიოთ ყველა მნიშვნელოვანი რამ თქვენი მოსწავლეების შესახებ. ფრთხილად იყავით და საკუთარ შეხედულებებს ხისტად ნუ გამოხატავთ. ბავშვები წარმატებულები გაიზრდებიან, თუ მათ აგრძნობინებთ, რომ მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან. აღფრთოვანება გამოხატეთ მათ თუნდაც მცირეოდენ მიღწევაზე.

8.   იყავით გულღია, გულწრფელი და ყოველთვის დაეხმარეთ მოსწავლეებს

ხშირად მასწავლებლები ზედმეტად მკაცრად უდგებიან მოსწავლეებს და მხოლოდ მითითებებს აძლევენ, მაგალითს კი - არა. არადა მოსწავლეებს სჭირდებათ მიმართულება როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებაში. მაგალითად, თუ დავალებად მისცემთ ესეს, აუხსენით მას, როგორ იწერება კარგი ესე, როგორ ფასდება (შეფასების კრიტერიუმების ცოდნა ძალინ მნიშვნელოვანია). 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება