სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა რეგულაციების შემოღებას ითხოვს პედაგოგთა პროფკავშირი კერძო სკოლებისთვის?
28-01-2020
-
+


ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კერძო სკოლებს გარკვეული რეგულაციები უნდა დაუწესდეს, თუმცა ჯერჯერობით, რთულია დაკონკრეტება, რა შეზღუდვებზეა საუბარი; პარალელურად, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე Etaloni.ge- იმ რეკომენდაციებს უმხელს, რომელზეც განათლების სამინისტროსთან აქვს მოლაპარაკებები და იმედოვნებს, რომ ამ რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებენ, რათა კერძო სკოლების მასწავლებელთა უფლებები დაცული იყოს.  

- სუბარი დაფინანსებით დავიწყოთ - აქ ორადაა გაყოფილი აზრი,  განათლების ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო კერძო სკოლას არ უნდა აფინანსებდეს, რადგან ესაა კერძო სექტორში ჩარევა, ბიზნესზე კონტროლის მექანიზმი... მე კი მიმაჩნია, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორია - სახელმწიფო აფინანსებს მოსწავლეს იმის განურჩევლად, იგი სწავლობს კერძო თუ საჯარო სკოლაში. მთავარია, როგორ იხარჯება სახელმწიფოს მიერ მოსწავლეზე გაღებული ვაუჩერი;  ის მიმართულია სწავლა- სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის თუ ეს ხმარდება, მაგალითად, სკოლის იჯარას, კომუნალურებს.

- ფიქრობთ, განათლების სამინისტრო ან სხვა უწყება შეძლებს ამ საკითხის გაკონტოლება-დარეგულირებას?

-  ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადაიქცეს ბიზნესად. სკოლა - კერძო იქნება თუ საჯარო  ზრდის ქვეყნის მომავალ თაობას და შესაბამისად, კერძო სკოლა ვალდებულია, სახელმწიფოს მიერ გაღებული ვაუჩერული დაფინანსება, ასევე მშობლის მიერ გადახდილი სწავლის საფასური მოხმარდეს სწავლის ხარისხის ამაღლებას.

- რა მხრივ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, ქალბატონო მაია?

- პრაქტიკულ მაგალითს გეტყვით - როდესც ამოქმედდა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა, კერძო სკოლები არ იყვნენ ვალდებულნი, ჩართულიყვნენ მასში, რაც ვფიქრობ, ხარისხზე უარყოფითად აისახება და თვითონ მასწავლებელსაც არ აძლევს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; არცთუ იშვიათად, კერძო კოლის მასწავლებლებს დაბალი ხელფასი აქვთ, ასევე არ იღებენ დანამატს; არ ეძლევათ ზაფხულის შვებულების ან დროებითი შრომის უუნარობის ანაზღაურება.... რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს ისეთი სტანდარტები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ექნება კერძო სკოლას, რათა არ შეილახოს დასაქმებულთა უფლებები და რაც მთავარია, გასათვალისწინებელია - შრომის კოდექსის მოთხოვნები სავალდებულოა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უწყებებისთვის.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით: მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ ბრძანების ამოქმედებამდე, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებელთა დისციპლინური სახდელები და გადაცდომები, დირექტორი წყვეტდა, მასწავლებილისთვის რა ტიპის სახდელი შეეფარდებინა და ხშირად, ეს ყველაფერი სამსახურიდან გათავისუფლებით სრულდებოდა; ამ ბრძანებამ კი შესაძლებლობა მისცა პედაგოგიურ კოლექტივს, განიხილოს, არის თუ არა გადაცდომა, დისციპლინურმა კომიტეტმა შეიმუშავოს დასკვნა და შემდეგ  შესთავაზოს დირექტორს, კონკრეტული  გადაცდომისთვის რა ტიპის სახდელი დაწესდეს. აქაც არ ჩაერთნენ კერძო სკოლები და მათთვის ამ რეგულაციების შესრულება ნებაყოფლობითია. ამიტომ, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს - კერძო სკოლის მასწავლებელი არ არის მასწავლებელი, რომელზეც დამოკიდებულია მომავალი თაობების აღზრდა?!

სწორედ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტის შესრულების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ კერძო სკოლებს; თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პრობლემები იმ კერძო სკოლებში, რომლებიც პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის წევრია, არ დგას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება