სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლა 20 წლის წინ და ახლა - 12 განსხვავება
22-05-2021
-
+


სკოლა, ერთი შეხედვით უცვლელი სტრუქტურაა, თუმცა სხვადასხვა თაობას სკოლა განსხვავებულად ახსოვს. 20 წლის წინ საგანმანათლებლო სისტემაში ყველაფერი სხვანაირად იყო - საკლასო ოთახები, მშობელთა კრება, სასწავლო პროცესი....

როგორი იყო სკოლა და სასწავლო პროცესი 20 წლის წინ? - გთავაზობთ შედარებებს:

  • ადრე მშობელთა კრების დროს, მოსწავლეების შედეგების შეფასება ყველას თვალწინ ხდებოდა. მასწავლებელი მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ სხვა მშობლების თვალწინ საუბრობდა, ახლა კი ეს დაუშვებელია.
  • ადრე რასაც საკონტროლო წერა ერქვა, ახლა შემაჯამებელი სამუშაოა. წლების წინ საკონტროლო სამუშაოებისთვის 12 ფურცლიანი რვეული იყო განკუთვნილი.

  • ადრე არსებობდა ფრიადოსნების დაფა, სადაც ყველა იმ მოსწავლის სურათი იყო, ვისაც ყველა საგანში უმაღლესი ნიშანი ჰყავდა.
  • 90-იანი წლების მოსწავლეებს, ყველას ახსოვს ე.წ. ფონდის ფული. სკოლის ყველა მოსწავლე 1 ან 2 ლარს აგროვებდა, თანხა კი სკოლაში საჭირო ნივთების მომარაგებას ხმარდებოდა.
  • სკოლაში ასევე გროვდებოდა შეშის და ნავთის ფული, რადგან საკლასო ოთახებში მოსწავლეები შეშის ღუმელთან თბებოდნენ.


  • თანამედროვე მოსწავლეები ალბათ ვერ მიხვდებიან, რა საერთო აქვს სკოლასთან ნახერხს და ე.წ. სალიარკას. სკოლაში ნახერხის მოყრის მიზანი დეზინფექცია და მტვრისგან დაცვა იყო, ასევე პრიალდებოდა იატაკი. მოსწავლეებისთვის კი ერთ-ერთი გასართობი ნახერხიან იატაკზე სრიალი იყო.


  • რაც შეეხება შეფასების სისტემას, თუ ახლა ათქულიანი შეფასებაა, წლების წინ ყველაზე მაღალი ნიშანი 5 (ფრიადი) იყო. ასევე მე-5 კლასში ნიშნები იწერებოდა, ახლა კი მეხუთე კლასელებს განმავითარებელი შეფასება აქვთ, რაც კომენტარებს გულისხმობს, ნიშანი კი არ იწერება.
  • სკოლის დამამთავრებელი გამოცდებიც განსხვავებული სახით ტარდებოდა, მოსწავლეებს სკოლაშივე უტარდებოდათ გამოცდა, დღის ბოლოს კი გემრიელი სუფრით აღნიშნავდნენ.
  • წლების წინ მოსწავლეები ლექსებს იზეპირებდნენ, დღეს კი ეს აუცილებელი არა. თანამედროვე სწავლებაში მასწავლებლები მოსწავლეებს ლექსების გააზრებას ასწავლიან და აღარ ითხოვენ საზეპიროებს.


  • ადრე კრიტიკული აზროვნება და მოსწავლის მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა თავხედობად მიიჩნეოდა, დღეს კი მოზარდები სწორედ კრიტიკულ აზროვნებას სწავლობენ.
  • წლების წინ პედაგოგებს არ მოეთხოვებოდათ კომპეტენციის დადასტურება, გამოცდები, ტრენინგები, სტატუსების ცვლილება და ა.შ. ასევე არ არსებობდა კრედიტები, ამჯერად კი პედაგოგები პროფესიულ განვითარებაში არიან ჩართულნი.
  • ასევე აღსანიშნავია, რომ 20 წლის წინ ისტ-ის გაკვეთილს ინფორმატიკა ერქვა და სწავლება თეორიულად, წიგნის მიხედვით მიმდინარეობდა, ყველაზე საუკეთესო ვარიანტში კი კომპიუტერის ძველ მოდელთან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება