TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ასე ადვილად თუ ჩამოარიგებდნენ ამ კრედიტებს ჩვენ რაღას გვამწარებდნენ?!“ - მასწავლებლები სტატუსების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
27-01-2020
-
+


სტატუსების ცვლილებამ და პრაქტიკოსებისთვის მიცემულმა რამდენიმე შანსმა პედაგოგებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.

მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარეს და ისე მოიპოვეს უფროსის სტატუსი, მოითხოვენ, ისინიც წაახალისოს სამინისტრომ და წამყვანის სტატუსი აქტივობების გარეშე მიენიჭოს.

გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება:




„ათკრედიტიანებს პირდაპირ უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, ან სქემაში ჩადონ პირობები, რომლითაც სტატუსის ამაღლებას შევძლებთ დროის დაკარგვის გარეშე“;  „თუ პრაქტიკოსებს ყველანაირი შანსი მიეცათ, მრავალჯერ, მაღალი სტატუსის მქონენი რატომ უნდა დავიჩაგროთ?!“

„ვერ ვხვდები, შტერ მასწავლებლებს ათას ერთი შანსი მისცეს, ოღონდ რამე მოახერხეთო და წარმატებულები არ იმსახურებენ წახალისებას?“

„არაფერი შეცვლილა. ჭკვიანმა დაადასტურა კომპეტენცია, სუსტი ხელოვნურად გაუთანაბრეს. რა საჭირო იყო ამდენი ხარჯი ვერ გავიგე“;

„იმ მასწავლებლებს, რომლებიც ყოველ სეზონზე გადიან გამოცდაზე და ერთ კრედიტსაც ვერ იღებენ, მოსწავლეები დასცინიან უკვე. სირცხვილია, პედაგოგი პროფესიულ კომპეტენციას რომ ვერ დაადასტურებს. მე არ მინდა ასეთი მასწავლებელი იყოს სკოლაში“;

„ზოგმა 1 კრედიტი მიიღო. მასწავლებელთა სახლმა არც წაიკითხა მისი ატვირთული მასალა და ისე გახდა უფროსი მასწავლებელი. ჩვენ ვინც ადრე ჩავაბარეთ, დავზარალდით. 19 კრედიტი მოვაგროვე, სკოლაში უამრავ კლასგარეშე ღონისძიებაში ვმონაწილეობ და ვიღაცამ შემთხვევით, რომ „გაარტყა“ ერთი კრედიტი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი აიღო“;

„ვფიქრობ, გამოცდაჩაუბარებელმა მასწავლებლებმა ადამიანობა და შეგნება უნდა გამოიჩინონ და მოტივირებულ თაობას დაუთმოს გზა. „ახალგაზრდა და გამოუცდელმა მაძიებელმა ჩემზე მეტი როგორ უნდა იცოდეს?!“ პრეტენზია თუ გვაქვს, მაშინ გამოცდებზეც ერთნაირი პირობები მოვითხოვოთ და პრაქტიკოსმაც უარი თქვას 1,4 და 7 კრედიტიან შეფასებაზე. მაძიებელს მხოლოდ ათკრედიტიანი ეთვლება და ეს უფრო სამართლიანი არ იქნება? იქნება!“

„პრაქტიკოსების ბოლო შანსი აღარ დაილია და ასე ადვილად თუ ჩამოარიგებდნენ ამ კრედიტებს ჩვენ რაღას გვამწარებდნენ?!“


„მიკვირს, როგორ ამართლებენ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც პროფესიული კომპეტენცია ვერ დაადასტურეს? ასეთებს ანდობთ თაობებს? გაუნათლებელი კადრია ისევ სკოლაში. დაარქვით სახელი მათ, ვინც პროფესიულ კომპეტენციას ვერ ადასტურებს“.

„რა გვეჩქარება, ცოტა ხანიც მოვიცადოთ და წამყვანობასაც ისე გვაჩუქებენ, როგორც უფროსობა აჩუქეს ერთკრედიტიანებს, მოვა დრო ალაბათ, წამყვანობასაც რომ ჩამოარიგებენ“ 


„საინტერესოა რა შეცვალეთ საგაკვეთილო პროცესში  უფროსი მასწავლებელი რომ ხართ?! დარწმუნებული ვარ არც არაფერი“.





ასეთმა კომენტარებმა დაპირისპირება გამოიწვია პედაგოგებს შორის. მასწავლებლები მოუწოდებდნენ ერთმანეთს, რომ ნებისმიერი სტატუსის მქონე პედაგოგი იმსახურებს პატივისცემას და მსგავსი შეფასებებისგან თავი შეეკავებინათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება