სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა უნდა იცოდეს ყველა მასწავლებელმა, რომ კლასში ნაკლები პრობლემა ჰქონდეს? - რჩევები სწორი მენეჯმენტისთვის
28-10-2020
-
+


კლასის სწორ მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ კლასში ნაკლები პრობლემები ჩნდება და უფრო მეტი დრო სწავლებისთვის გრჩებათ.

ამისთვის აუცილებელია 6 რჩევა გაითვალისწინოთ. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ!

  • მოსწავლეების ყურადღება უნდა მიიპყროთ
გაკვეთილის დაწყებამდე ყველა მოსწავლის ყურადღება უნდა მიიპყროთ. თემაზე საუბარს ნუ დაიყწებთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ყველა მოსწავლე თავის ადგილას ზის და გისმენთ. ნუ დაიძახებთ „ყველამ მომისმინეთ“ ან „გაკვეთილს არ დავიწყებ, სანამ ყველა მზად არ იქნებით“, უბრალოდ მათ წინ გაიარეთ და რაიმე საინტერესო ფრაზა წარმოთქვით. მაგალითად, „დილით ჩემმა თერმომეტრმა აჩვენა, რომ გარეთ 0 გრადუსი ტემპერატურა იყო“. ასეთ ფრაზები მოსწავლეების ყურადღებას იპყრობს და მათი კომენტარებიც მოჰყვება.

  • ფოკუსი დისციპლინის დამრღვევ მოსწავლეებზე გქონდეთ
მოსწავლეები თუ ყურადღებას არ გაქცევენ და სხვა რაღაცებით ერთობიან, მათი ყურადღება არავერბალური ნიშნებით უნდა მიიპყროთ. თუ საუბრობენ მათ შეხედეთ, მათი მერხების წინ იმოძრავეთ და თან თემაზე ისაუბრეთ.

  • კლასში ადგილი მოსწავლეებს შეარჩევინეთ
სწავლის დაწყებისას მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცით სასურველ ადგილას დასხდნენ, თუმცა რამდენიმე დღით. 3-5 დღის შემდეგ უთხარით, რომ ისეთი ადგილი შეარჩიონ, სადაც ნამდვილად უნდათ ჯდომა და მთელს წელს ან წლების განმავლობაში იმ ადგილას დარჩებიან. ასე მათ ადგილზე მფლობელობის გრძნობა ჩამოუყალიბდებათ და კომფორტულადაც იგრძნობენ თავს.



  • მიეცით მოტივაცია, რომ მაქსიმუმი გააკეთონ
მოსწავლეები ინდივიდუალურად უნდა შეაფასოთ და მათი წინსვლაც აღნიშნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ექნებათ სურვილი და მცდელობა მეტი გააკეთონ.

  • ყველა მოსწავლეს თვალყური ადევნეთ
კლასში მდგომარეობა უკეთესადაა, როდესაც ყველა მოსწავლეს ხედავთ. მოსწავლეების დანახვაში რაიმე საგანი ან ტექნიკა ხელს თუ გიშლით, მაგალითად კარადა, კომპიუტერი და ა.შ, ადგილი შეუცვალეთ.

  • ცუდი ყოფაქცევის სავარაუდო შედეგები გააცანით
კლასის კარგი მენეჯმენტი სკოლის პირველივე დღიდან იწყება. როდესაც მოსწავლეებმა იციან, რომ ცუდ ყოფა-ქცევას რა კონკრეტული შედეგები მოჰყვება, შესაბამისად იქცევიან.

გირჩევთ

  • თავიდანვე განსაზღვრეთ რა საპასუხო რეაქცია გექნებათ მოსწავლის ცუდ ყოფა-ქცევაზე.
  • მოსწავლეებს ამაზე ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეთ.
  • არასდროს დაარღვიოთ დადგენილი წესები. მათ ქცევაზე ზუსტად ისეთი რეაქცია უნდა გქონდეთ, რაც წინასწარ მათთან ერთად განიხილეთ და დაადგინეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება