სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი თუ მოსწავლის კითხვაზე პასუხი არ აქვს - უხერხულობის თავიდან არიდების გზებს გასწავლით
24-02-2020
-
+


ეს საუკეთესოებსაც კი ემართებათ. რა თქმა უნდა, გამოცდილებასთან ერთად, სულ უფრო იშვიათად, მაგრამ ყველაზე გამოცდილი მასწავლებელიც კი არ არის დაზღვეული ასეთი სიტუაციისგან. მოდით შევთანხმდეთ თავიდანვე: ეს ნორმალურია. მოსწავლის კითხვაზე პასუხის არქონა ცუდ მასწავლებლად არ გაქცევთ და ეს არ ნიშნავს რომ ცუდად მოემზადეთ გაკვეთილისთვის.

მოდით განვიხილოთ, რისი გაკეთება არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ შერცხვეთ. დავიწყოთ იმით, რისი გაკეთება არ შეიძლება არასდროს.

რისი გაკეთება არ შეიძლება 

პანიკაში ჩავარდნა.
ეს პირველია რაც მასწავლებლებს ასეთ სიტუაციაში ემართებათ. თუ პანიკას აჰყევით საკუთარ თავს წაართმევთ დაფიქრების და სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობას. 

ღრმად ჩაისუნთქეთ და შეეცადეთ პანიკაში არ ჩავარდეთ, პირიქით, მოიკრიბეთ აზრები. ეს კითხვებზე პასუხების მოძებნაში დაგეხმარებათ.

თემის შეცვლა და თავის მოკატუნება, რომ კითხვა ვერ გაიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქცევა შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მასწავლებლები ამას ხშირად აკეთებენ, ისევ და ისევ პანიკისა და არაკომპეტენტურად გამოჩენის შიშის გამო. ეს გამოსავალი არ არის. მოსწავლეები მიხვდებიან, რაც და რატომაც გააკეთეთ და ეს თქვენდამი პატივისცემის გრძნობას შეამცირებს. უმნიშვნელოა, რამდენად უცნაურია კითხვა, თქვენ ის უნდა აღიაროთ, რადგან მოსწავლემ დასვა. მოსწავლის იგნორირება არ შეიძლება!

პასუხზე ფიქრი პროცესში. სიტუაციიდან კიდევ ერთი ძალიან მიმზიდველი გამოსავალი. თქვენ ხომ რაიმე პასუხს მაინც გასცემთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პასუხი მოიფიქრეთ, არავინ არ არის დაზღვეული, რომ მოსწავლე თქვენს პასუხს შეამოწმებს და თქვენს მიმართ ნდობის დონე დაეცემა. გარდა ამისა, სწრაფ, დაუფიქრებელ პასუხს შეიძლება შემდგომი კითხვების სერია მოჰყვეს და გაკვეთილის თემას გასცდეთ. თუ მოსწავლეები დაიმახსოვრებენ არასწორ ვარიანტს, შემდეგ თქვენ მათ შეცდომებზე მუშაობა მოგიწევთ. ეს ამად არ ღირს.

შესაძლებელია 

სთხოვეთ მოსწავლეებს თავად მოძებნონ გამოსავალი. განსაკუთრებით თუ თქვენ ჯგუფში მუშაობთ, შეგიძლიათ მიმართოთ აუდიტორიას და ჰკითხოთ, იციან თუ არა სხვებმა პასუხი.

თუ კლასში მოსწავლეებს ინტერნეტთან კავშირი აქვთ, შესაძლებელია მოსწავლეებისთვის დავალების მიცემა, თუ ვინ იპოვის პასუხს უფრო სწრაფად. მაგრამ, რჩება ერთი მაგრამ, უნდა იცოდე სწორი პასუხი. არ არსებობს გარანტია, რომ მოსწავლე სწორ პასუხს მოიძიებს.

პასუხის მოძიება მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიეცით. ეს კარგი სტრატეგიაა მოსწავლეებისთვის, რომლებიც გამუდმებით გაწყვეტინებენ და თემის მიღმა კითხვებს გისვამენ. ტექნიკა კარგად მუშაობს, თუ უკვე გაკვეთილის ბოლოა და თქვენ ვეღარ ასწრებთ პასუხის გაცემას. ამასთან, საშინაო დავალების სახლში წაღება თქვენც მოგიწევთ, შემდეგ კი გაკვეთილზე პასუხების შესწორება. 

დროის მოგება. ცუდი ვარიანტი არ არის, უთხრათ, რომ მათი კითხვა გაიგეთ და მას ცოტა მოგვიანებით მიუბრუნდებით (გაკვეთილის ბოლოს, მაგალითად), ან რომ თქვენ დაფიქრებისთვის დრო გჭირდებათ, სანამ ისინი დავალებას დაასრულებენ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, რომ შეჰპირდით პასუხის გაცემას და გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად დაუბრუნდებით მათ კითხვას.

შეიძლება 

აღიარეთ რომ კარგი კითხვაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოდგენა არ გაქვთ, რა შეიძლება ამ წამს უპასუხოთ. თუ თქვენ მოსწავლის კითხვას უმალვე პასუხს ვერ სცემთ, ე.ი კარგი კითხვაა, რაც ნიშნავს რომ თქვენთვისაც სასარგებლო იქნება მასზე პასუხის მოძიება.

აღიარეთ, რომ არ იცით/არ გახსოვთ პასუხი. უთხარით სიმართლე მოსწავლეებს. მოიკრიბეთ სითამამე და აღიარეთ, რომ აღნიშნულ მომენტში პასუხი არ გაქვთ. შეიძლება თქმა - „კარგი კითხვაა. ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ!“. შეხედეთ ამას სხვა კუთხით - ყველა მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებს არ ეშინოდეთ აღიარების, როცა ისინი რაღაცას ვერ იგებენ ან არ იციან.პედაგოგს შეუძლია მათთვის მაგალითის მიცემა, რომ ასეთი რამ ხდება და ამაში უცნაური არაფერია.

შეჰპირდით მათ პასუხის მოძიებას და მოიძიეთ. ჩაიწერეთ მოსწავლეთა კითხვა და შეჰპირდით რომ შემდეგი მეცადინეობისთვის პასუხი გექნებათ. შემდეგ გაკვეთილზე აუცილებლად გაუზიარეთ მიგნება მოსწავლეებს. ისინი ამას დააფასებენ. 

მიუბრუნდით კითხვას, მაშინ როცა შეჰპირდით. კითხვა არ დაივიწყოთ, აუცილებლად მოძებნეთ პასუხი, ჰკითხეთ კოლეგებს, დაგუგლეთ და დაბრუნდით პასუხით მაშინ, როცა შეჰპირდით. თქვენ მაგალითს მისცემთ მოსწავლეებს და ასევე ასწავლით მათ, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, შემეცნება მუდმივი პროცესია და თქვენ შესაძლოა რაღაც არ იცოდეთ ან არ გახსოვდეთ.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

3960-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა

სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცნობლია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა 28 იანვარსაა დაგეგმილი 

ბაღში ბავშვთა რაოდენობის ზრდა - დეტალური ინსტრუქცია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება