სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ საქართველოს მომავალზე გათვლილი პროექტია“ - სკოლის დირექტორების შეფასებები შუალედური ფინალიდან
17-12-2019
-
+


14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. 

ღონისძიებას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ და ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი დელეგაციები; საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. 

საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებს შორის გამორჩეული იყვნენ სკოლის დირექტორები, რომლებმაც „ეტალონისა“ და izrune.ge-ს შესახებ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

გთავაზობთ, მათ კომენტარებს შუალედური ფინალიდან:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე:

„ჩვენ მოსწავლეზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლაგოდეხის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა დიდ იმედებს ვამყარებთ, არის საკმაოდ მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და გვაქვს მოლოდინი, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რათა ასახელოს სკოლა, ლაგოდეხი და მთლიანად საქართველო. რაც შეეხება „ეტალონს“, დიდი ხნის წინ, როდესაც ტელევიზიით პირველი გადაცემა ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო საქართველოს მომავალზე გათვლილი პროექტი, საკმაოდ ინტელექტუალური. პროექტი მოსწავლეებს მიზანს უსახავს და ასწავლის, რომ ცოდნის გარეშე არაფერი გამოვა. უბიძგებს, კარგად ისწავლონ“.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

„პროექტთან დაკავშირებით მოლოდინი ძალიან დიდია. ეს არის ნამდვილად საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ბავშვებს დიდ შესაძლებლობას აძლევს, რომ თავისი შესაძლებლობები გამოსცადონ. მოლოდინი დიდია. ველოდებით, რომ ჩემი მარიამ მებუკე არა მარტო ქუთაისის ეტალონი, არამედ საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ გახდება“. 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი: 

„ჩვენ გვყავს რჩეული მოსწავლე ჯაბა ჯამასპიშვილი, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ის სკოლაში ძალიან აქტიური მოსწავლეა. ჩართულია თვითმმართველობაში და თითქმის ყველა კლასი და მოსწავლე აიყოლია, აქვს ღონისძიებები, პროექტები. ამ ბავშვს დიდი მონაცემები აქვს. თვითონ მიჰყავს ინტელექტუალური ღონისძიებები თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ და გვგონია, რომ რჩეული იქნება და ასახელებს ჩვენს სკოლას“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კვალითის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან შარიქაძე:

„ჩვენი სკოლის გამარჯვებული მოსწავლე თამაზ გორგაძე მონაწილეობს, დიდი მოლოდინებით ვართ. „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია იმისთვის, რომ ბავშვებმა მობილიზება გაუკეთონ თავიანთ ცოდნას. იყვნენ სხარტები, გააკეთონ აქცენტი სწავლაზე, განათლებაზე და რა თქმა უნდა, წამახალისებელია მათთვის ის, რომ შესაძლებელია გაიმარჯვონ და გახდნენ ცნობილი საქართველოს მასშტაბით.  ამ დღეს დიდი მოლოდინით ველოდით“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი:

„ვთვლი, რომ უპირველეს ყოვლისა თვითონ პროექტია მნიშვნელოვანი თითოეული მოსწავლისთვის, გამარჯვების მიუხედავად, წარმატებულია მისი ყველა მონაწილე. ის ფაქტი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლე, ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა,  იყო ძალიან სასიხარულო თითოეული ჩვენგანისთვის. მე ვთვლი, რომ ლუკას აქვს სრული რესურსი, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს და სრულად გამოავლინოს თავისი უნარები. წარმატებებს ვისურვებ მას“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე:

„სასიამოვნოა, რომ ნახევარფინალში მოვხვდით. ზოგადად, პროექტი არის მოსწავლეზე ორიენტირებული, სკოლების მამოტივირებელი. მასში მშობლები და მთლიანად საზოგადოება არის ჩართული, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოქმედებით ჯგუფს. ზოგადად, „ეტალონი“ ჩვენი ყველა საქმის მხარდამჭერია, ჩვენც ყველა ველოდებით მოსწავლის წარმატებას, ეს მისთვის იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება. მადლობა, რომ გვაძლევთ ამის შესაძლებლობას“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან თურქოშვილი:

„მოლოდინები დიდი გვაქვს, „ახმეტის ეტალონი მოსწავლე“ ძალიან კარგი ბავშვია. საერთოდ, ეს პროექტი ყველას აძლევს იმის შანსს, რომ იყოს წარმატებული. ჩვენმა მოსწავლემ პირველი ეტაპი კარგად გადალახა. ეს დიდი სიხარული იყო ჩვენთვის, არამარტო პედაგოგებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვის, თანაკლასელებისთვის. ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ისევ წარმატებული ვიქნებით“.

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი:

„დღეს ვართ, ყველაზე  პოპულარულ ჩემპიონატზე - „ეტალონზე“. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ქუთაისიდან, ქალაქის გამარჯვებულია და ველოდებით, რომ აქაც გაიმაჯვებს. „ეტალონის“ პროექტში აქტიურად ვმონაწილეობთ, ასევე izrune.ge-ში. დღეს პედაგოგებიც მახლავს თან, რომლებსაც აქტიური მუშაობისთვის სიგელები გადაეცათ“.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი  ნათია სულავა:

„დღევანდელ დღეს ვგულშემატკივრობ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს - მარიამ მებუკეს. ვიმედოვნებ, რომ წარმატებით დასრულდება დღევანდელი თამაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსწავლის გამარჯვებით. ალბათ, ასეთივე მოლოდინი აქვს სხვა კონკურსანტებსაც. ჩვენ გვინდა, რომ გამარჯვებულები და წარმატებულები წავიდეთ, თუმცა აქ მონაწილეობაც უკვე არის წარმატება.  მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“ და გასულ სასწავლო წელს ჩემი მოსწავლე იყო „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“. ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას“. 

იხილეთ ასევე:

2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონის“ შუალედური კონკურსის ფინალისტების პირველი ემოციები

„ეტალონმა“ საქართველო დაიპყრო“ - რესურსცენტრების ხელმძღვანელების შეფასებები შუალედური ფინალიდან

განათლების სამინისტროში „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური ფინალი მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება