| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „აკადემოსი“ 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღებას აცხადებს.
„აკადემოსი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებასთან ერთად, სწავლისა და განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.
სკოლა დაარსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატისა და ივანე ჯავახიშვილის ჯილდოს მფლობელი პროფესორი იზა ჩანტლაძის მიერ.
სკოლას აქვს 27-წლიანი გამოცდილება და ყავს პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი.
კლასში მხოლოდ 15 მოსწავლეა და სასწავლო პროცესი 9 საათიდან 17 საათამდე გრძელდება, სურვილის შემთხვევაში კი - 18 საათამდე.
სკოლაში მოქმედებს მოქნილი გადახდის სისტემა, არსებობს გრანტები საშუალო საფეხურზე და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება. სკოლაში არის გახანგრძლივებული სწავლება მე-5 კლასის ჩათვლით. მოსწავლეები საშინაო დავალებებს სკოლაშივე ამზადებენ. 1-ელ- მე-4 კლასებში კი არის უფასო ორჯერადი კვება.
სკოლა გამორჩევა უცხოური ენების ინტენსიური სწავლებით პირველივე კლასიდან ისწავლება ინგლისური და რუსული, მე-5 კლასიდან კი იტალიური ან გერმანული. სკოლა არის SAT-ის საგამოცდო და მოსამზადებელი ცენტრი ასევე, კემბრიჯის ცენტრის პარტნიორი.
პირველივე კლასიდან მოსწავლეები სწავლობენ IB (International Baccalaureate) პროგრამის საგნებს, არაფორმალური განათლების აქტივობები სკოლაში პრიორიტეტია და სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა შემოქმედებითი და სპორტული წრეები. მუშაობს ჭადრაკის, ხატვის, სპორტული ცეკვებისა და გუნდური სიმღერის უფასო წრეები, ასევე დამატებით კარატე, ფეხბურთი, მენტალური არითმეტიკა, ქორეოგრაფია, თეატრალური სტუდია, რობოტიკა და სხვა.
სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ადგილობრივ და ევროპულ საგანმანათლებლო პროექტებში. სურვილის შემთხვევაში სკოლას აქვს ტრანსპორტის მომსახურებაც.
პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე - https://akademos.ge/pirvelklaselta-registra/
მოასწარი ადგილის დაჯავშნა, რადგან თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 15 ადგილია.
მისამართი: ტერევერკოს ქ. N24
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 551 04 11 77
„შენი წარმატება აქ იწყება!“ - აღნიშნავენ სკოლაში და მომავალ თაობას მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობენ.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას