სიახლეები
ეტალონი

2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონის“ შუალედური კონკურსის ფინალისტების პირველი ემოციები
14-12-2019
-
+


2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია.

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

„ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურის პირველ ადგილზე გავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა კოტორაშვილი.

პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი:

„მადლობას გიხდით ამ გრანდიოზული, ეროვნული პროექტისთვის. ვფიქრობ, რომ „ეტალონს“ ანალოგი არ მოეძებნება. განუზომელია ემოცია და შინაგანი მზაობა, რომელიც დღეს თითოეულ მონაწილეს სახეზე აწერია და თითოეულ ჩვენგანს, რომლებიც ვგულშემატკივრობთ.

ლუკაში დარწმუნებული ვიყავი. როდესაც გადის რომელიმე კონკურსზე, მას ყოველთვის ასე ვამზადებ ხოლმე - „იბრძოლე გამარჯვებისთვის, მაგრამ მზად იყავი დამარცხებისთვის“,  იმიტომ, რომ წაგება და მოგება ტყუპი და-ძმასავით არიან. ძალიან გახარებული ვარ, ემოციას ვერ ვმალავ. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით. მინდა მოვუწოდო სრულიად საქართველოს - მსგავსი პროექტი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება, რომ მოსწავლეებს საკუთარი მე დაანახონ, რომ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს. ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“.

„საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ლუკა კოტორაშვილის დამრიგებელი მარინე ჯინჭარაძე-ცხვარიაშვილი:

„სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა ძნელია. თითქოს წინათგრძნობაც მქონდა. ალბათ, თითოეული კლასის ხელმძღვანელს, რომელმაც ბავშვები წამოიყვანა, ჰქონდა ეს მოლოდინი, რომ სწორედ მათი მოსწავლე გაიმარჯვებდა. ჩვენ ძალიან დავიხარჯეთ, მაგრამ თვითონ ბავშვი იძლევა ამის საშუალებას და მოლოდინიც ამიტომ გვქონდა. ლუკა  საოცარი ბავშვია და მისი გამარჯვებისას ემოცია განუზომელი იყო. „ეტალონი“ ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ბავშვებს, ძალიან შემართებით არიან. ზოგადად ასეა, როდესაც დადებითად განაწყობ მოსწავლეს, დადებითია მისი სწავლისადმი დამოკიდებულებაც“.

საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ ლუკა კოტორაშვილი:

„ველოდებოდი, რომ ჩემს სახელსა და გვარს იტყოდნენ. ემოციების გამოხატვა არ შემიძლია. ადრე უფრო ვნერვიულობდი ხოლმე, ვიდრე - დღეს. დღევანდელი დღისთვის ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი“.

  „საგარეჯოს ეტალონ მოსწავლის“ ლუკა კოტორაშვილის მშობელი ნანა კაპანაძე:

„სიხარულისგან არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის წამომწყებ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასევე მადლობა სკოლის მასწავლებლებს, დირექტორს. ჩემი შვილი ემზადებოდა და მისი წარმატება მინდოდა, მაგრამ ასე პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდი“.

საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მეორე ადგილი ერგო ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლოლიტა კინწურაშვილს. 

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე:

„ვარ საოცრად გახარებული. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი ბრენდი-პროექტი არ ყოფილა. მადლობა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის. თეთრი შურით შემშურდა კიდეც, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, თავის სკოლებთან ერთად,  ჩართული იყო კითხვების შედგენაში. მზად ვართ ჩვენი სკოლის მასწავლებლები, დავიხარჯოთ „ეტალონთან“ თანამშრომლობით. 2020 წელი მოდის ასე დამრგვალებული. ვისურვებდი, საქართველო გაძლიერებულიყოს, ჩვენი მოსწავლების სწავლის ხარისხი ამაღლებულიყოს. გარდა იმისა, რომ ამ პროექტს ვხედავდეთ სკოლებში, რესურსცენტრებში, საზოგადოებრივ არხს დაბრუნებოდეს. ამიტომ  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,  გნებავთ მოთხოვნას, გნებავთ პეტიციას, რომელიც ჩვენი სკოლების მხარდაჭერით იქნება. მე ჩავუდგები სათავეში წყალტუბოს საგანმანათლებლო სკოლებს, რომ ამ პროექტმა რაც შეიძლება ბევრი ბავშვის გონებაზე გაიაროს. izrune.ge ამის შესანიშნავ საშუალებას გვაძლევს და  ჩვენ არაერთგზის დაგიმტკიცებთ, რომ ვართ ღირსეული სკოლა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ლოლიტასთვის ე.წ რეპეტიტორის ინსტიტუტი არ არსებობს. ეს არის სკოლის და ჩემი გუნდის დამსახურება. მადლობა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას იმისთვის, რომ ჩვენ ოტია იოსელიანის სახელს არ ვარცხვენთ“.

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ ლოლიტა კინწურაშვილი:

„გარკვეული მოლოდინი მქონდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მეორე ადგილზე გასვლა და ძალიან გამიხარდა. უბედნიერესი ვარ. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა ამ პროექტსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი უნიკალური პროექტის შექმნისთვის“. 

„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ლოლიტა კინწურაშვილის დედა მანანა ხაჭაპურიძე:

„სიტყვები არ მყოფნის, ისეთი სიხარული მომანიჭა ჩემმა შვილმა. ველოდებოდი ამ წარმატებას. ის ძალიან მონდომებული და ყურადღებიანი მოსწავლეა. უყვარს კითხვა და არ იყო მოულოდნელი მისი შედეგი. ეს პროექტი ძალიან კარგია. რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა ჩაერთოს, რომ რაც შეიძლება მეტი იკითხონ ბავშვებმა და გვყავდეს მეტი განათლებული და ჭკვიანი მოსწავლე“.

საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მესამე ადგილზე გავიდა, ხონის მუნიციპალიტეტის გუბის საჯარო სკოლის მოსწავლე ზინიკო მოსეშვილი.

ხონის მუნიციპალიტეტის  გუბის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გეგუჩაძე:

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ზინიკო შუალედურ ეტაპზე საუკეთესო სამეულში მოხვდა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, მის მშობლებს ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის და ჩემი სკოლის პედაგოგებს. მათი დახმარების გარეშე არ იქნებოდა ეს შედეგი. მადლობა გიორგი ბარაბაძეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ყველანაირად გვერდში გვიდგანან პროექტების განხორციელებაში. „ეტალონი“ არის ძალიან კარგი პროექტი. როგორც კი ჩვენს რაიონში შემოვიდა, მას შემდეგ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. დიდი იმედი მაქვს, ფინალში ძალიან კარგი შედეგი გვექნება. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. კარგი იქნებოდა, თუ დაბრუნდებოდით სატელევიზიო ეთერში“.

მესამე ადგილზე გასული ზინიკო მოსეშვილის მშობელი და კლასის დამრიგებელი დალი კინწურაშვილი:

„წლების წინ ჩემი ვაჟიც მონაწილეობდა „ეტალონში“. მაშინ ზინიკო პატარა იყო და ბატონ გოჩას დაჰპირდა, რომ გავიზრდები მეც აუცილებლად მოვალ თქვენთანო. მან ეს დაპირება შეასრულა. ძალიან მიხარია ჩემი შვილის წარმატება. ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელს ვულოცავ მის წარმატებას და მადლობას ვუხდი, ჩემი შვილის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რესურსცენტრსა და ხონის ინტელექტკლუბის პედაგოგს გიორგი ბარაბაძეს. ჩემი შვილი მონაწილეობას იღებს ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.  განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის დირექტორს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეები იყვნენ წარმატებულები. ჩვენს სკოლაში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს“.

საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი ზინიკო მოსეშვილი:

„დღეს ძალიან მოტივირებული ვიყავი, თუმცა არ ველოდებოდი საპრიზო ადგილზე გასვლას. როდესაც სამეულში მოვხვდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელ ადგილზე გავიდოდი. ძალიან გახარებული ვარ. მინოდა, რომ  ჩემი სკოლის, მშობლებისა და საყვარელი ადამიანების იმედები გამემართლებინა. საკუთარი თავის რწმენის შემდეგ, ყველაზე მეტად მათი გახარება მინდოდა. ვფიქრობ ეს  მოვახერხე და ძალიან ბედნიერი ვარ. შუალედური ფინალისთვის სხვადასხვა გზით ვემზადებოდი. მოსწავლეებს მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ამის შემდეგ იქნება ყველაფერი. 100%-ით მჯერა, რომ თუ საკუთარი თავის გწამს, ყველაფერი გამოვა“.

იხილეთ ასევე:

„ეტალონი“ საქართველოს მომავალზე გათვლილი პროექტია“ - სკოლის დირექტორების შეფასებები შუალედური ფინალიდან

„ეტალონმა“ საქართველო დაიპყრო“ - რესურსცენტრების ხელმძღვანელების შეფასებები შუალედური ფინალიდან

განათლების სამინისტროში „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური ფინალი მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება