სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

განათლების სამინისტროში „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური ფინალი მიმდინარეობს
14-12-2019
-
+


ამ წუთებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი მიმდინარეობს. 

ღონისძიებას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად ამ დროს ტარდება და მასში მონაწილეობენ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე პერიოდის (2019 წლის სექტემბერი-დეკემბერი) გამარჯვებული მოსწავლეები იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც  ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი (პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში და მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსები თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე).

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

საშემოდგომო შუალედური ფინალური კონკურსის 21 მონაწილე ზაფხულის ფინალურ სეზონზე მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების დაწყებამდე მოსწავლეებმა საკუთარი ემოციები და მოლოდინები გაგვიზიარეს.

ლუკა ნაჭყებია - „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“: „დიდი მოლოდინები მაქვს. ვნერვიულობ. აქ რომ მოვხვდი, უკვე ძალიან სასიხარულოა. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ დადებითი მოლოდინები მაქვს“.

ესმა ჭარელაშვილი - „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“: „ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ მიხარია, რომ შევძელი დღეს აქ ყოფნა. რა თქმა უნდა, გარკვეული მოლოდინებიც მაქვს და იმედია გამართლდება. ფინალისთვის ყველაფერი დამოკიდებულია მომზადებაზე და მონდომებაზე, რისი გამოჩენის იმედიც მქვს. დღეს კი ქულებით გამომჟღავნდება, რამდენად მომზადებული ვარ.“

თამაზ გორგაძე - „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“:
„კონკურსი დიდია, ამდენ ბავშვში ალბათ არის ჩემზე ნიჭიერიც. წინა ეტაპზე გამარჯვება მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ ახლა უფრო მომზადებული ვარ. სკოლა ძალიან დამეხმარა. რაც საჭირო იყო, ყველაფერი სკოლამ მასწავლა“.

ლუკა კეზუა  - „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“: „მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ღონისძიებაზე ვიმყოფები. მოლოდინს რაც შეეხება, მსურს, რომ გავიმარჯვო. მუნიციპალურ ტურში გამარჯვების შემდეგ უფრო მეტი სტიმული მომეცა, რომ უფრო მეტი ცოდნა მიმეღო“.

ნიკოლოზ კუტალაძე - „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“: „ახლა ცოტა ვნერვიულობ, თუმცა შესარჩევ ტურზე გამარჯვება რთული არ ყოფილა. იმედია, დღესაც კარგ შედეგს ვაჩვენებ“. 

ღონისძიების დევიზია: ჩვენ ვქმნით მომავლის ისტორიას!!! 

იხილეთ ასევე:

2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონის“ შუალედური კონკურსის ფინალისტების პირველი ემოციები

„ეტალონი“ საქართველოს მომავალზე გათვლილი პროექტია“ - სკოლის დირექტორების შეფასებები შუალედური ფინალიდან

„ეტალონმა“ საქართველო დაიპყრო“ - რესურსცენტრების ხელმძღვანელების შეფასებები შუალედური ფინალიდან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება