სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა შეგიძლიათ გავაკეთოთ შვილებთან ერთად არდადეგებზე? - რჩევები მშობლებს, რომ სუსხიანი დღეები ზღაპრად აქციოთ
25-12-2019
-
+


ზამთრის არდადეგების მოახლოებასთან ერთად, ყველა მშობელი ფიქრობს, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო შვილებთან ერთად.

Etaloni.ge დაგეხმარებათ ზამთრის სუსხიანი დღეები თქვენი შვილებისთვის საინტერესო გახადოთ და მათთან ერთად დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატაროთ. ქვემოთ მოცემული შიდა და გარე აქტივობები მათ არდადეგებს ზღაპრად აქცევს.

არდადეგების კალათა

არდადეგების პერიოდში კარგი იქნება თუ შვილებთან ერთად, თუნდაც ერთი დღით, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებით. დაგვერწმუნეთ, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილები დარჩებით, იმ ადამიანებს თუ დაეხმარებით, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

შეგიძლიათ შვილებთან ერთად „არდადეგების კალათა“ დაამზადოთ და გაჭირვებულებისთვის საახალწლო ნობათი შეაგროვოთ.



ყინულის სანთლები

ეს გარე აქტივობა თქვენს ეზოს ზამთრის საოცრებათა ქვეყნად გადააქცევს. შვილებთან ერთად ყინულის სანთლები ან სხვა ფორმები შეგიძლიათ გამოთალოთ.



თოვლის სკულპტურები


თქვენი და თქვენი შვილის დადგმული თოვლის ბაბუა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს. თოვლის სკულპტურების დამზადებით შვილებს კრეატიულობის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემთ.

ღამის ასტრონომია

შვილებთან ერთად ღამის ცას დააკვირდით. ბავშვები საათების განმავლობაში ახალ და საინტერესო სამყაროში აღმოჩნდებიან. პარალელურად ასტრონომიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ ესაუბრეთ. ამისთვის წინასწარ სათანადო მასალები უნდა წაიკითხოთ.



ფილმის ჩვენება

შეარჩიეთ ბავშვებისთვის შესაბამისი ოსკაროსანი ფილმები. ძირითადად კლასიკური ფილმები აჩვენეთ, თუმცა რამდენიმე ახალიც შეგიძლიათ.



ეზოს ამინდის სადგური

ეს საინტერესო ოჯახური პროექტია. შვილებთან ერთად შეგიძლიათ გარე ტემპერატურა, წვიმის სიძლიერე თუ ქარის სიჩქარე გაზომოთ. ამისთვის საჭირო მოწყობილობები უნდა შეიძინოთ ან მოიძიოთ. ასე თქვენი შვილები ბევრს ისწავლიან.



წაიკითხეთ საინტერესო წიგნები

როდესაც გარეთ ნაზად თოვს, შვილებთან ერთად პლედებში გაეხვიეთ და საინტერესო წიგნები თუ მოთხრობები ხმამაღლა წაიკითხეთ. წიგნები თქვენი შვილის ასაკის მიხედვით შეარჩიეთ.



დაფის თამაშები

ისეთი თამაშები მოიფიქრეთ, რომლებისთვისაც ვიზუალურ მასალას გამოიყენებთ. თუ გაქვთ, შეგიძლიათ დაფაც გამოიყენოთ.

საახალწლო დეკორაციები

სახლში ძველი, გამოუსადეგარი მატერიებისგან შვილებთან ერთად ლამაზი დეკორციები შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისთვის ინტერნეტში ამოუწურავ მასალას ნახავთ.



ზამთრის ფრესკები

შვილებთან ერთად დახატეთ, გამოძერწეთ და აპლიკაციები ააწყვეთ. ეს მათ უბედნიერესს გახდით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება