სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხულოში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა
30-11-2019
-
+


სოფელ ვაშლოვანში, ბეღლეთსა და ბოძაურში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები გაიხსნა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

მაღალმთიან აჭარაში ახალი საბავშვო ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ დაათვალიერეს.

ახლადგახსნილ საბავშვო ბაღებში 27 ადგილობრივი დასაქმდა. ამჟამად სააღმზრდელო დაწესებულებებში 62 ბავშვია რეგისტრირებული. ჯამში, სამივე საბავშვო ბაღს 96-მდე ბავშვის მიღება შეუძლია.

ხელისუფლების წევრების საზოგადოებასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობა სწორედ ბაღების ნაკლებობის საკითხს სვამდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე 23 საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც, შვიდასამდე ბავშვი იღებს სკოლამდელ განათლებას.

2020 წელს დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ დიოკნისში. ასევე დაიწყო თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ბეღლეთში, რომელიც 144 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტით გათვალისწინებულია ღია და დახურული სპორტული მოედნის, ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სააქტო დარბაზის მოწყობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება