სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018 წელს დაანონსებული ახალი საგნის სწავლება სკოლებში ჯერ არ დაწყებულა - სამინისტროს განმარტება
29-11-2019
-
+


ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რომელის სწავლებაც პილოტირების რეჟიმში 2019-2020 სასწავლო წლიდან უნდა დაწყებულიყო, სკოლებში ჯერ არ შესულა.

აღნიშნულის მიზეზად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ არ მომზადებულა სახელმძღვანელო, რომლითაც საგნის სწავლება უნდა დაწყებულიყო.

 „სახელმძღვანელო დამუშავების პროცესშია და პროექტი ჯერ არ დაწყებულა“ - განაცხადა etaloni.ge-სთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა 2018 წლის ბოლოს საზოგადოებას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ გააცნეს.

როგორც აბულაძე მაშინ აცხადებდა: „საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ“.

სახელმძღვანელო პილოტირების პროექტის სახით მზადდებოდა და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვთ, თავდაპირველად 20-მდე სკოლაში უნდა შესულიყო. საგნის მასწავლებლები კი სამხედრო პირები უნდა ყოფილიყვნენ, რომელებსაც გადამზადების მიზნით ტრენინგები უტარდებოდათ. მიუხედავად ამისა, პროექტი ამ დრომდე არ დაწყებულა და არც სამომავლო თარიღია ცნობილი. 

იხილეთ ასევე: აგვისტოს ომის ისტორიას მოსწავლეები 2019 წლიდან ისწავლიან - სკოლებში ახალი საგანი დაინერგება

მოსწავლეები აგვისტოს ომის ისტორიას ისწავლიან - სკოლებში ახალი საგანი დაინერგება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება