სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აგვისტოს ომის ისტორიას მოსწავლეები 2019 წლიდან ისწავლიან - სკოლებში ახალი საგანი დაინერგება
05-12-2018
-
+


სკოლებში შემდეგი სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგნის პედაგოგები სამხედრო პირები იქნებიან. მათი გადამზადების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს.

აბულაძის ცნობით, საგნის სწავლება გაზაფხულიდან რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში დაიწყება.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის ტრენინგები ახლა მიმდინარეობს შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი  გაივლიან ტრენინგმოდულს და შეფასებას. უკვე საპილოტე რეჟიმში გაზაფხულიდან ჩვენ შევარჩევთ რამდენიმე სკოლას, სადაც ეს საგანი შევა. სკოლები იქნება, როგორც თბილისის ისე რეგიონების.

მოგეხსენებათ, რომ საკითხები,  რომელებიც სამოქალაქო თავდაცვასთან და პატრიოტიზმთან არის დაკავშირებული, ისედაც შედის სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ.“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აბულაძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცენტი მოსწავლეებთან იმ მიმართულებით გაკეთდება, რაც მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ.

„რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორც 2008 წელს, ისე უახლესი წარსულის განმავლობაში. მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მოსწავლეები უფრო ფართო რაკურსში დაინახავენ ამ ყველაფერს“,-განაცხადა აბულაძემ. 

მისივე თქმით, საგანს ისწავლიან საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

„საგანის სწავლისას იქნება მსჯელობისა და დებატების ფორმატი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია და მათ ამაზე იმსჯელონ, თავად გააანალიზონ სხვადასხვა მოვლენა და დასვან ის კითხვები, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას უკავშირდება",-განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შეძლებენ სამხედროები მოსწავლეებთან ურთიერთობას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს საინტერესო გამოცდილება იქნება.

„ისინი გადიან ტრენინგს, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია და 3 თვე გრძელდება. აქვთ სპეციალისტების მიერ შემუშავებული გზამკვლევები, რომელიც უნდა დანერგონ. ამასთან ცხადია, ამ პროცესს ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს და პროცესშივე დავეხმარებით. პილოტირების შედეგი გვაჩვენებს როგორ და რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. საგნის სწავლება შემდეგი სასწავლო სემესტრიდან დაიწყება. თუ რამდენ სკოლაში იქნება, ეს დამოკიდებული იქნება ტრენინგის შედეგებზე, რომელსაც სამხედროები გაივლიან, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება, 10-დან 20 სკოლამდე თბილისსა და რეგიონებში",-განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება