სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეები აგვისტოს ომის ისტორიას ისწავლიან - სკოლებში ახალი საგანი დაინერგება
08-08-2019
-
+


სკოლებში 2019-2020 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ცნობით, ირინა აბულაძის განაცხადებით, საგნის პედაგოგები სამხედრო პირები იქნებიან.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული. სკოლები იქნება, როგორც თბილისის ისე რეგიონების. მოგეხსენებათ, რომ საკითხები, რომელებიც სამოქალაქო თავდაცვასთან და პატრიოტიზმთან არის დაკავშირებული, ისედაც შედის სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ.“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აბულაძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცენტი მოსწავლეებთან იმ მიმართულებით გაკეთდება, რაც მნიშვნელოვანია რომ იცოდნენ.

„რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორც 2008 წელს, ისე უახლესი წარსულის განმავლობაში. მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მოსწავლეები უფრო ფართო რაკურსში დაინახავენ ამ ყველაფერს. საგანს ისწავლიან საშუალო საფეხურის მოსწავლეები. საგანის სწავლისას იქნება მსჯელობისა და დებატების ფორმატი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია და მათ ამაზე იმსჯელონ, თავად გააანალიზონ სხვადასხვა მოვლენა და დასვან ის კითხვები, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას უკავშირდება“,-განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შეძლებენ სამხედროები მოსწავლეებთან ურთიერთობას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მათ სპეციალისტების მიერ შემუშავებული გზამკვლევები ექნებათ.

„მათ აქვთ სპეციალისტების მიერ შემუშავებული გზამკვლევები, რომელიც უნდა დანერგონ. ამასთან ცხადია, ამ პროცესს ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს და პროცესშივე დავეხმარებით. პილოტირების შედეგი გვაჩვენებს როგორ და რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. საგნის სწავლება შემდეგი სასწავლო სემესტრიდან დაიწყება. თუ რამდენ სკოლაში იქნება, ეს დამოკიდებული იქნება ტრენინგის შედეგებზე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება, 10-დან 20 სკოლამდე თბილისსა და რეგიონებში“,-განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება