სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ვასაძეების მრავალშვილიანი ოჯახი აჭარაში პირველია
26-11-2019
-
+


24 ნოემბერს მთელ საქართველოში „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო, საიტზე მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული აქტიურობა დაფიქსირდა განსაკუთრებით მზრუნველი ოჯახებიდან. 

ვასაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ოჯახია. ოჯახში ოთხი ბავშვია, ოთხიდან სამი izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრია, ხოლო მეოთხე მომავალი იზრუნელია. ოთხშვილიანი ოჯახისთვის izrune.ge უკვე 3 წელია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ქეთევან ვასაძე ოჯახის ყველაზე პატარა მოსწავლეა, ის პირველი იყო აჭარაში ვინც 24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი გაიარა. ქეთევანი ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი დედა, ნათელა იაკობაძე გვიყვება, რომ მეორეკლასელმა ქეთევანმა ღამე არ დაიძინა, შემაჯამებელი ტესტი რომ გაევლო.

izrune.ge პატარა ქეთევანსა და მის დედას გაგაცნობთ, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ქეთევან ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე:

„24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი ძალიან მომეწონა. შეკითხვებმა ძალიან დამაინტერესა. izrune.ge-ს ტესტების გავლა ძალიან მომწონს. მიხარია, საიტზე ტესტები რომ იდება. ეს დღეები წინასწარ ვიცი და ველოდები. შეკითხვებს მარტო ვპასუხობ, არავინ მეხმარება“.

ნათელა იაკობაძე, ქეთევანის დედა:  

- ზოგადად, მეც და ჩემი შვილებიც ტესტებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ქეთევანი მონდომებულია და მიხარია. მეოთხე შვილი პატარა მყავს, წუხელ დასაძინებლად რომ წავიყვანე და უკვე ყველას რომ გვეძინა, თურმე ქეთევანს არ დაუძინია, ტესტის გაკეთება შესაძლებლობისთანავე მოუნდა. სულ ოქროს დიპლომები ჰქონდა და გუშინ ვერცხლის მიიღო. ტიროდა, დედიკო სენსორმა გამიჭედა და შემთხვევით არასწორი პასუხები მოვნიშნეო.

ქეთევანი izrune.ge-ში პირველი კლასიდან ჩაერთო. ტესტირებას სულ მოუთმენლად ელოდება. 



- როგორია ქეთევანის ემოციები ტესტირების გავლისას და შედეგის ნახვის შემდეგ?

- ქეთევანი ტესტირებას ყოველთვის დამოუკიდებლად გადის, არ უნდა, ვინმე ხედავდეს და პროცესში ჩაერიოს. დიპლომს რომ იღებს ხმამაღლა იძახის, დედიკო დიპლომი მივიღეო. ემოციებს და წარმატებას კლასელებსაც უზიარებს. 



- ამ დროის განმავლობაში ქეთევანს როგორი პროგრესი აქვს?

- ქეთევანის შედეგები, რა თქმა უნდა, უმჯობესდება. მისი მონდომება, მოტივაცია, აქტიურობა, აზროვნების უნარი და სურვილი, რომ ტესტები გააკეთოს, ყოველ ჯერზე იზრდება. 

- izrune.ge-ს ტესტირება თქვენს შვილს სწავლის პროცესში რამდენად ეხმარება?

-ქეთევანს ტესტები სწავლაში ძალიან ეხმარება. თუ რამეს ვერ იგებს, მერე ინფორმაციას ეძებს, კითხულობს ან მე მეკითხება. ტესტირებებს მუდმივად დამოუკიდებლად გადის. ძალიან აქტიური ბავშვია.

- ქეთევანი izrune.ge-ს ტესტებისთვის როგორ ემზადება?

- ქეთევანი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს და გამოდის, რომ  ტესტების გასავლელად სულ მზად არის. ძალიან მოსწონს „წიგნიერების დღე“, ამ დღისთვის გათვლილ მასალებსაც წინასწარ კითხულობს.



- izrune.ge -ში თქვენი უფროსი შვილები, დავითი და ანა, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები?

- დავითი და ანაც აქტიურად გადიან ტესტებს. izrune.ge-ს ტესტების გარდა ჩართულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. ჩემმა შვილებმა შარშან „ეტალონში“ საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს.



- თქვენ, როგორც ოთხი შვილის დედას და პედაგოგს, როგორ შეაფასებთ izrune.ge-ს?

-izrune.ge-ს შესახებ როგორც კი გავიგე, ჩემი შვილები მაშინვე ჩავრთე. მაშინ ფასიანი იყო. ახლა უკვე საფასურს აჭარის განათლების სამინისტრო ფარავს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.  ძალიან მომწონს და სანამ izrune.ge იარსებებს შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილები აქტიურად იქნებიან ჩართულები. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათი შედეგები და სწავლის უნარები გავაუმჯობესო.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება