სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

9 შეცდომა, რასაც სკოლაში გვასწავლიან - „შენ რა, მასწავლებელზე უკეთ იცი“?...
24-11-2019
-
+


სკოლაში მხოლოდ ორუცნობიანი განტოლების ამოხსნას, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას, კონკრეტული ავტორის ნაწარმოებს ან თერმოდინამიკის კანონებს არ გვასწავლიან. დაფიქრებულხართ, რომ შეიძლება სკოლამაც გამოგვიმუშაოს არასწორი უნარები? - აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის არარეალური. ხშირად სწორედ სასკოლო სივრცეში ვიძენთ იმ ჩვევებსა და სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რაც სამომავლოდ ჩვენს ხედვას განსაზღვრავს.

გაგაცნობთ 9 შეცდომას, რომლებსაც სკოლაში გვასწავლიან და სულაც არ არის კარგი ჩვენი წარმატებისთვის:

მთავარი შეფასებაა

პირველი კლასიდან გვასწავლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქულებია. მოსწავლეებიც ხშირად იყოფიან „ოროსნებად“ და „ათოსნებად“. საბოლოოდ, ისინი შეფასებებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე კონკრეტული საგნის შესწავლას.

უფროსებმა უკეთ იციან

ჩვენს საზოგადოებაში მასწავლებლის ფიგურა, ფაქტობრივად, საკრალურია. ის, ვინც მასწავლებელს შეეკამათება, აუცილებლად მოისმენს ფრაზას: „შენ რა, მასწავლებელზე უკეთ იცი“? ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია და ხანდახან ისიც ცდება.

მთავარი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა

ხშირად მოსწავლეებს არავინ ასწავლის, როგორ ჩაუღრმავდეს თემას, როგორ გაავლოს პარალელები უკვე ნასწავლ ან მომავალში სასწავლ მასალასთან, მთავარი, რაზეც ისინი კონცენტრირდებიან, ის გამოცდებია, რომელთა ჩაბარებაც მათ უწევთ ხოლმე.

მთავარი სწორი პასუხია

ქართულ სკოლებში ხშირად არავის აინტერესებს, როგორ მივიდა მოსწავლე არასწორ პასუხამდე. გაქვს სწორი პასუხი? - მაშინ ყოჩაღ. არა? - ორიანი! თუმცა ხშირად არასწორ პასუხებს საკმაოდ საინტერესო მიზეზები აქვს და თუკი მასწავლებელი მოსწავლეს თავის შეცდომას სათანადოდ აუხსნის, შესაძლოა, ის უფრო სასარგებლოც აღმოჩნდეს.

წარმატებისკენ მხოლოდ ერთი გზა მიდის

ჩვენ გვასწავლიან, რომ გზა წარმატებისკენ, სკოლაში კარგად სწავლაზე, უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებასა და სპეციალობით დასაქმებაზე გადის. თუმცა ყველა ადამიანი წარმატებას სხვადასხვა გზით, თავისი უნარებითა და უნიკალური გამოცდილებით აღწევს, რომელიც ხშირად სულაც არ უკავშირდება წარმატებულ აკადემიურ მოსწრებას.

წესებს უნდა მისდიო

ზოგჯერ, როცა მოსწავლე ამოცანას სწორად ხსნის ან მას რაიმე შეკითხვაზე სწორი პასუხი აქვს, ის მაინც არ იმსახურებს მაქსიმალურ შეფასებას, რადგან ის სწორ პასუხამდე უკვე არსებული ზოგადი წესით არ მისულა. არავის აინტერესებს, რომ წესებიდან გადახვევა და დამოუკიდებელი აზროვნება, უფრო ეფექტური შეიძლება იყოს.

უნდა იყო დამჯერი მოსწავლე

ყველა მასწავლებელს, ჩვეულებრივ, ყველაზე წყნარი მოსწავლეები უყვარს, ისინი, ვინც არასდროს ხმაურობენ და თავქუდმოგლეჯილი არ გარბიან შესვენებებზე, ვინც არასდროს აცდენენ გაკვეთილებს და ყოველთვის იციან სწორი პასუხები. თუმცა ხშირად წარმატებას სწორედ ყველაზე ცელქი და თამამი მოსწავლეები აღწევენ, ისინი, ვისაც თავიანთი აზრის გამოხატვის არასდროს ერიდებათ.

სწავლა მძიმე შრომაა

ბევრი მოსწავლე მიიჩნევს, რომ სწავლა მძიმე შრომა და ერთი სული აქვს, როდის დაასრულებს სკოლას. ბევრი მასწავლებელი არც ცდილობს, რომ მოსწავლეს თავისი საგანი მარტივად წარმოუჩინოს და ისე დააინტერესოს. ამის ნაცვლად ყოველთვის ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ის, რასაც ისინი გვასწავლიან „ზღვა მასალაა“.

საკმარისია ერთი წყარო

ხშირად სკოლას ისე ვამთავრებთ, რომ ამა თუ იმ საკითხზე მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მოსაზრებები ვიცით, ერთი წესი ან ის, რა თქვა ერთმა კონკრეტულმა ავტორმა. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ამ საკითხზე არაერთი განსხვავებული აზრი არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ის, რასაც ჩვენ ვასწავლით, არა ფაქტი, არამედ მოსაზრებაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

მთავრობის დადგენილება საჯარო სკოლებსა და ბაღებს ეხება - განისაზღვრა 5 კატეგორია

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა და დიდი მონდომებით წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები

კლასში ჩატარდა აქტივობები, სადაც მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც სიხარულით მონაწილეობდნენ

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება