გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ ჩატარდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენაზე ზეიმი - „შემოდგომის გაცილება“ ჩატარდა.ზეიმზე სკოლის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქართული ცეკვები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები და მასწავლებლები ზეიმით კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები