სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როკითის საჯარო სკოლაში კომპოსტის ყუთი დაიდგა და მის შესახებ ლექცია ჩატარდა
13-11-2019
-
+


ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლაში კომპოსტის ყუთი დაიდგა და მის შესახებ მინი ლექცია ჩატარდა.

აღნიშნული აქტივობა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ეკოხედვა“ (EcoVision) მიერ პროექტის ფარგლებში „კომპოსტირება მდგრადი მართვისთვის“ GIZ-ის (გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კლუბს საჩუქრად გადაეცა ბროშურები და ლიტერატურა, რომელსაც კლუბი თემში კომპოსტის დამზადებაში მოსახლეობის ჩართვისთვის გამოიყენებს.

„კლუბის წევრები გადამზადებულები იყვნენ და გამოცდილება ჰქონდათ კომპოსტის დამზადებაში. მათი დამსახურება იყო, რომ შარშან 20-მდე მოსახლე ამზადებდა კომპოსტს. წელს იმედი აქვთ, რომ ამ საქმეში უფრო მეტს ჩართავენ.

მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მოჭრილი ბალახი და ჩამოცვენილი ფოთლები ყუთში მოათავსეს. მიღებულ ბუნებრივ სასუქს კი გაზაფხულზე ყვავილებისთვის გამოიყენებენ. სასიხარულოა, რომ კომპოსტის დამზადებაში მონაწილეობა პატარებმაც მიიღეს. 

პროექტი, რომელსაც „ეკოზივია“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვას, ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას კომპოსტირების სარგებლისა და ბიოლოგიური ნარჩენების სწორად გადამუშავების შესახებ“, - ნათქვამია როკითის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება