სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები წყემის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
12-11-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საგანში „მე და საზოგადოება“გაიარეს თემა „ექსკურსია“, რომლის შესწავლის ფარგლებში დაიგეგმა ექსკურსია წყემის ნაკრძალში.

მოსწავლეებს საგანს ზაირა რევაზიშვილი ასწავლის, მათი დამრიგებელი კი ზაირა რევაზიშვილია.

ექსკურსიის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები. მათ მოიძიეს ექსკურსიისათვის საჭირო ყველა რესურსი.

„ნაკრძალში მისული IV კლასის მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმ სხვადასხვა ჯიშის ხეებისა და კენკროვანი მცენარეების ნახვით, რომელიც ტყეში იზრდება. მოსწავლეები: ანი გაბუნია - მე ძალიან მომეწონა ნაკრძალი, განსაკუთრებით კი მუხის დიდი ხეები, რომლის ძირას მიმოფანტული იყო რკო. ერეკლე ბოკერია - ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ანკარა მდინარე, რომელიც ტყეს ორ ნაწილად ჰყოფს. მარიამ შუბლაძე - მე განსაკუთრებით მომეწონა ტყის კენკროვანი მცენარეები: ასკილი, კუნელი, მოცვი. მარიამ გეგეშიძე - ჩემთვის ულამაზესი იყო ტყეში ამოსული სხვადასხვა ჯიშის სოკო, თუმცა ზაირა მასწავლებელმა არ მოგვცა მათი დაკრეფის უფლება, რადგანაც ჩვენ ვისწავლეთ, რომ შეიძლება გარეგნულად არ ემჩნეოდეს, მაგრამ სოკო შხამიანი იყოს. დემეტრე ბოკერია - მე  მომხიბლა წყალში მოცურავე პატარა და ლამაზმა თევზებმა. მოსწავლეებმა ისეირნეს ტყის ბილიკებზე, გადაიღეს ფოტოები და მოაწყვეს პიკნიკი, სადაც გათვალისწინებული იყო პიკნიკის მოწყობის წესები. პიკნიკის დასრულების შემდეგ კი საგანგებოდ დაასუფთავეს ის ადგილი.  ნინო გეგეშიძე - ტყეში ნაგვის დატოვება და კოცონის ხეებთან დანთება არ შეიძლება, ამ დროს შეიძლება ხანძარი გაჩნდეს.

ქრისტინე პაპავა - ჩვენ ვისწავლეთ პიკნიკის მოწყობის წესები, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ.

ნონა გოგავა-ნარჩენების დაწვა ტყეში, მარტო ხანძრის გაჩენას კი არ უწყობს ხელს, არამედ გარემოსაც აბინძურებს.

ექსკურსიამ წყემის ნაკრძალში საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება