სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ
12-11-2019
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IXა და IXბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან ნუნუ ხურციძესთან და თამთა გაჩეჩილაძესთან ერთად, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ვახტანგ შარადენიძესთან ერთად პროექტ „ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ ფარგლებში მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკას - „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს“ ეწვივნენ.

მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია „საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა.

„ჩვენ ვულოცავთ მას ამ დიდი წარმატებას და მადლობას ვუხდით დღევანდელი დღისათვის. მოსწავლეებისათვის ბატონი კახას მინი ლექცია, რჩევები, მეგზურობა კლინიკის ლაბორატორიებსა და დარბაზებში დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.

„საერთაშორისო სამედიცინო ცენტრისთვის“ მთავარი პრიორიტეტია პაციენტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, რის საშუალებასაც იძლევა როგორც პროფესიონალთა გუნდი, ასევე უნიკალური და თანამედროვე აღჭურვილობა.

მოსწავლეები გაეცვნენ უახლესი აპარატურის ფუნქციებსა და გამოყენების წესებს. ნახეს თუ როგორ ხდება რენტგენოგრაფია - უახლესი თაობის ციფრული რენტგენის საშუალებით, ქალა-სარქვლის პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ძვლოვანი დეფექტების პლასტიკა 3D მოდელირებული ტიტანის ფირფიტებით, დაათვალიერეს emergency-ის განყოფილება, ობსერვაციის, საოპერაციო, ექოსკოპიისა და შოკის დარბაზი. გაეცვნენ ახალგაზრდა ოფთალმოლოგს ოთარ დეკანოიძეს, ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელს თამთა კუჭუხიძეს. ასევე საინტერესო და სასიხარულო იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების ცნობილი ექიმების ბადრი წიქარიშვილის („საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის“ ნეიროქირურგიულ დეპარტამენტი), ალექსანდრე ცირეკიძის (ბარიატრიული ქირურგი) წარმატებებისა და ღვაწლის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

ბატონმა კახამ ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებს ექიმის პროფესიის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ დაეხმარებათ მათ პროფესიის არჩევისას მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა უამრავ საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი და კლინიკიდან მდიდარი შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით აღვსილნი დაბრუნდნენ შინ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება