| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისური ენის წრის - „ჩვენ გვიყვარს ინგლისური ენა“ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
წრეს ინგლისური ენის პედაგოგი ნანა კალანდაძე ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ინგლისური ენის წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება სწავლების ოთხივე კომპონენტში (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა); ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენება; ასევე გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის შეძენა-გაღრმავება.
წრეზე მიწვეულია ყველა დაინტერესებული III და IV კლასელი და მათი მშობლები.
წრეში დარეგისტრირებულ მსურველ მოსწავლეებს და მათ მშობლებს გაეცნო წრის მუშაობის მიზანი, შეხვედრების განრიგი და წრის მუშაობის განმავლობაში სამუშაო პროგრამა.
მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ინგლისური ენის საწრეო მუშაობაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა