სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში „ეტალონს“ გრანდიოზულად დახვდნენ - ვიდეო
11-11-2019
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს, „ეტალონის“ გუნდს და izune.ge-ს წარმომადგენლებს გრანდიოზულად დახვდნენ.  

სკოლის მოსწავლეები izune.ge-სა და „ეტალონის“ დროშებით იყვნენ, სტუმრებისთვის კი წითელი ხალიჩაც იყო დაგებული.  

საზეიმო დახვედრას სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გარდა, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდა.

დახვედრაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ხოლო ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი და სკოლის დირექტორი  ნათია სულავა სიტყვით გამოვიდნენ. 

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან 2018-2019 სასწავლო წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლეს“ მარიამ სირბილაძეს „ეტალონის“ ოქროს ფონდის დიპლომის გადასცა. ამის შემდეგ აუდიტორიას მარიამ სირბილაძემაც სიტყვით მიმართა. 

შეხვედრის დასასრულს, „ეტალონის“ ლოგოიანი ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება