სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრე ფუნქციონირებს
11-11-2019
-
+


აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრე ფუნქციონირებს. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, წრის მუშაობა ორიენტირებულია წერა-კითხვის უნარების განვითარებაზე და მას  დაწყებითი კლასების პედაგოგი ნატო ცობეხია ხელმძღვანელობს.

მოსწავლეთა გაწევრიანება აღნიშნულ წრეში განცხადების საფუძველზე ხდება. შეხვედრები კი კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს 13:30-დან 14:30 საათამდე ტარდება.

„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი“. (ისიდორ ბაროუ-ს უკვდავი სიტყვები)

„წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებას, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენიერებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა“. ციცერონ მარკ ტულიუსის ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს წიგნისა და კითხვის ცოდნის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში.

წიგნიერი მოსწავლეები გამოირჩევიან ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობების უნარებით. ასეთი მოსწავლეები სწრაფად და შეგნებულად სწავლობენ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. წიგნიერება ეხმარება მათ მომავალში ყოფითი და აკადემიური პრობლემების მოგვარებაში. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ კითხვის მოცულობა სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას. დაწყებით კლასში სიტყვის ცნობის და ტექსტის გაგების უნარი მნიშვნელოვნად განაპირობებს ამავე ბავშვების მიერ საბაზო და საშუალო საფეხურებზე წაკითხული მასალის მოცულობას. ის მოსწავლეები, რომლებიც თავიდანვე სწრაფად და ეფექტიანად სწავლობენ კითხვას, მომდევნო წლებში უფრო მეტს კითხულობენ. გარდა ამისა, ხშირმა კითხვამ შესაძლოა, შედარებით დაბალი კოგნიტური შესაძლებლობების კომპენსირებაც მოახდინოს აღსაზრდელის ლექსიკისა და ზოგადი ცოდნის განვითარების გზით. წიგნიერება ფართო გაგებით მოიცავს მრავალფეროვანი მხატვრული, ინფორმაციულ-შემეცნებითი ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვის, გადამუშავებისა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარს; ვიწრო გაგებით კი - კითხვისა და წერის ცოდნას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე უკეთესი მიღწევებით გამოირჩევიან ის ახალგაზრდები, რომელთაც სკოლამდელ და დაწყებით საფეხურზე ისწავლეს კითხვა და წერა.

მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ არ განუვითარდათ კითხვის უნარ-ჩვევები, ამ უნარის გამომუშავება მომდევნო კლასებში, როგორც ზემოთ ითქვა, უჭირთ.

სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან, სკოლაში, ფუნქციონირებს ქართული ენის წრე, რომლის მუშაობა ორიენტირებულია წერა-კითხვის უნარების განვითარებაზე. წრეს ხელმძღვანელობს დაწყებითი კლასების ინოვაციური პედაგოგი, ქალბატონი ნატო ცობეხია.

იგი ამგვარად აფასებს წრის დანიშნულებას და თანამედროვე მასწავლებლის მისიას:

„ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა არის ჩვენი დღევანდელი და მომავალი ჯანსაღი საზოგადოების ქვაკუთხედი. ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომლებიც მოსწავლეებმა ჩვენი დახმარებით უნდა სრულყონ და აითვისონ 21-ე საუკუნეში, გადამწყვეტი იქნება მათი მომავალი წარმატებისთვის და საბოლოოდ ყოველივე აღნიშნულმა საჭიროა ჩვენი ქვეყნის წარმატებას  შეუწყოს ხელი. პედაგოგის კიდევ ერთი საპატიო მოვალეობა ის არის, რომ ყოველდღიურად არაერთი ადამიანისთვის ხარ საჭირო. შენი დახმარება ან რჩევა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, კოლეგებისთვის, საზოგადოების წევრებისთვის. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისაც სჭირდები, ვისაც რაღაც სურს შენგან“,- ნათქვამია აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება