სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''მონაწილეებს ვურჩევ, რომ თამამები და რისკიანები იყვნენ'' - ''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის'' რჩევები
22-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.

ნაძალადევის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N142 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი რობაქიძე დაეუფლა.

''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე'' გიორგი რობაქიძე მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს:

''საერთო ჯამში გამარჯვება რთული არ ყოფილა, მაგრამ ცოტათი გამიჭირდა. ''ეტალონი'' დიდი მნიშვნელობის პროექტია, რადგან წარმატებისთვის შანსს აძლევს ბავშვებს. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ იყვნენ თამამები და რისკიანები.''

თბილისის N142 სკოლის დირექტორი შორენა ცნობილაძე ''ნაძალადევის ეტალონ მოსწავლეს'' გონიერ და ჭკვიან მოსწავლედ ახასიათებს:

''ჩვენი სკოლის თანამშრომლობა ''ეტალონთან'' შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციად იქცა. წლების წინ, ჩვენი სკოლის მოსწავლე მარი ჩახაია გახდა ''ეტალონი მოსწავლე''. რაც შეეხება წლევანდელ გამარჯვებულს, გიორგი რობაქიძეს, იგი არაჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან ჭკვიანი, გონიერი. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. სამნი არიან დედმამიშვილები. უფროსმა დამ გასულ წელს დაამთავრა ჩვენი სკოლა ოქროს მედალზე, ასევე ჰყავს პატარა ძმა, რომელიც  მეორე კლასშია. მათი ოჯახისთვის შვილების განათლება პრიორიტეტია.''
                 
''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გიორგი რობაქიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება