| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების საჯარო სკოლის მოლაშქრეთა კლუბი „მაძიებლები“ ლაშქრობას აგრძელებს. კლუბი სალაშქროდ უფლისციხეში იმყოფებოდა.
უფლისციხე არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს.
საქართველოს ტერიტორიაზე სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯი. ამათგან ყველაზე ძველია უფლისციხე. აქ იყო თამარის დარბაზიც, რომელიც მეფის საპატივსაცემოდ დაურქმევიათ.
მოლაშქრეთა კლუბის წევრებმა დაათვალიერა ქალაქის ქუჩები, სკვერები, ოთხი კარიბჭე , საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიჰყავს. დღეისთვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.
„კლუბის წევრებმა ასევე მოილოცეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ყოველგვარი საძირკველის გარეშეა აგებული და რომელმაც გაუძლო 1920 წლის მიწისძვრას. მათ ნახეს ეკლესიის გარეთ მდებარე შესაწირი ქვევრები, რომლებიც ეკლესიაში ხალხს ღვინით სავსე მოჰქონდა, როდესაც მათი შვილები 16 წლის გახდებოდნენ. ისინი ტაძარს ღვინით სავსე ქვევრებს სწირავდნენ“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ ბოლოს, კლუბის წევრებმა უფლისციხის ლაშქრობის შესახებ შთაბეჭდილებები დაწერეს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა