სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ
31-10-2019
-
+


23 ოქტომბერს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ და რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურული საგანმანათლებლო ღონისძიებების, საჯარო სკოლებთან ურთიერთობების საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელმა, მღვდელმა ილია სარიამ​ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N1, N3, N4 და ქ. ჯვარის N 1, N 2, N 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, დირექტორებთან და საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ცენტრის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტები გააცნეს და ასევე, ისაუბრეს ახალგაზრდული საკრებულოს შექმნის თაობაზე და მოსწავლეთა ახალგაზრდული ძლიერი, კრეატიული და აქტიური კლუბის - „ოქროს გასაღები“ შესახებ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აქტიური მოსწავლეების აღმოჩენას და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას სხვადასხვა ღონისძიებების სახით.

1) ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიებები და პროექტები ადგილობრივი თემისა და საზოგადოების სასარგებლოდ;
2) ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრებისა და ხელშეწყობას;
3) კონფერენციების, სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას, მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გამოვლენისთვის;
4) ინტელექტუალური კულტურული და სპორტული ღონისძიებების,კონკურსების ორგანიზებას;
5) საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;

მისია, მიზანი და ამოცანა:

ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის უმთავრესი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა, მათი ცნობიერების ამაღლება და განათლებისა და კულტურის კუთხით გაძლიერება, შესაბამისი საგანმანათლებლო-საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა და აღნიშნული მიმართულებით პროექტების განხორციელება.

საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია:

1. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
2. არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკასა და სხვა მიმართულებით, პროგრამების შემუშავება და ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების/პროექტების განხორციელება;
3. საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, კულტურული, ინტელექტუალური, სახელოვნებო და სხვადასხვა სასწავლო წრეების შექმნა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
4. ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, თანასწორობის, რელიგიური შემწყნარებლობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა;
5. თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ან/და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, სკოლებთან, ფონდებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მიზანია:

მოზარდის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური უნარ - ჩვევების განვითარება , ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ- დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

შრომის მაღლნაყოფიერების, ინიციატივების, მოსწავლეთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატისა და კოლექტივის ერთიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

ამოცანაა :

დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხაროსხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. ყოველ სასწავლო წელს ჩაატაროს შიდა მონიტორინგი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება