სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ვაგონი მიჰქრის ზღაპრის სამყაროში“ ფარგლებში ჭიათურაში იმოგზაურეს
31-10-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლის I და III კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან - ქეთევან ცაბაძესთან და მარიამ კაპანაძესთან, ასევე მშობლებთან ერთად საჩხერიდან ჭიათურაში იმოგზაურეს.

პროექტი სახელწოდებით - „ვაგონი მიჰქრის ზღაპრის სამყაროში“ საინტერესო და უჩვეულო იყო მოსწავლეებისთვის.

„ეს სასწავლო პროექტ-გაკვეთილი  უჩვეულო იყო, იმიტომ, რომ ისინი მატარებლით გაემგზავრნენ ზღაპრის სამყაროში.  ზღაპრის სამყაროში კი იმიტომ, რომ ჭიათურის სახელმწიფო თეატრში სიზმარა და მისი მეგობრები მელია, მეფე, მეფის ასული, და ნაზირ-ვეზირები ელოდებოდნენ, მაგრამ მატარებელი ისე მიჰქროდა, ცოტა ადრე მოუწიათ ჩასვლა და  მეზობელ ქალაქში, ბავშვებმა ერთ გასართობ პარკში ჯადოსნური კედელი აღმოაჩინეს, სადაც ქართული ხალხური ზღაპრის გმირებს ერთად მოეყარათ თავი, კედლიდან ისინი პატარებს უღიმოდნენ  და  სხვადასხვა გასართობზე ეპატიჟებოდნენ“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.  

მოსწავლეებმა სპექტაკლის შემდეგ მსახიობებთან სურათებიც გადაიღეს.

სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან  ჭიათურის თეატრს საინტერესო სპექტაკლებისთვის და აღნიშნავენ, რომ სკოლის მოსწავლეები თეატრის ხშირი სტუმრები არიან.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება