სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა გორას საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
30-10-2019
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

„ლექსებითა და სიმღერებით მოვეფერეთ და გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგები. ჩემი სურვილი იყო განსხვავებულად მოვფერებოდი ჩემს პედაგოგებს, რომლებიც ჩემთვის არამარტო კოლეგები იყვნენ, არამედ უფროსი მეგობრები. მათთვის გამართულმა ღონისძიებამ ერთნაირად აღფრთოვანებაში მოიყვანა ყველა... მინდოდა დარბაზში ყოფნის წუთები გახანგრძლივებულიყო. ესეთი  თბილი, სრულყოფილი და სიყვარულით სავსე ღონისძიება ძნელად მაგონდება, მიუხედავად უამრავი კარგი ღონისძიებისა, რაც ჩატარებულა ჩვენს სკოლაში.

ანზორი გიორგაძე, ლიანა გამრკლიძე, ვენერა ხარაბაძე, მურთაზ ხარაბაძე, თამაზ საკანდელიძე და ჯუმბერ გოგაბერიშვილი ნამდვილად იმსახურებდნენ იმ უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს, რასაც ისინი 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ.

იმ დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ზედა გორას სოფლის საზოგადოებას მონატრებია ერთმანეთის მოფერება და ურთიერთპატივისცემა.

და ბოლოს, როდესაც დარბაზში ვუყურებდი ამდენ სიყვარულით სავსე თვალებს, მათზე შეყვარებულ ადამიანებს, მათ აღზრდილ თაობებს, რა განცდა იყო ეს, რა ემოცია?

-რა თქმა უნდა, სიხარულის გრძნობა იყო, ამაგის დაფასებაზე დიდი არაფერი ყოფილა თურმე. გული ცოტათი იმაზე მწყდება, რომ ყველა იმ ადამიანის მიმართ ვერ გამოვხატე მადლიერება, ვინც იმსახურებდა ამას და როგორც შეეფერებოდათ. ის სიტყვები ვერ ვთქვი, რაც გულით მინდოდა მეთქვა. ალბათ, ეს დიდი ემოციების ბრალი იყო. მე თქვენ მიყვარხართ...“ - ნათქვამია ზედა გორას საჯარო სკოლის პედაგოგის ირინა ბიბიჩაძის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება