| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის N10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს, პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დაძლევისათვის ლეპტოპები გადაეცათ.
ეს მოსწავლეები არიან: ლუკა ახალკაცი, ლიკა კახნიაშვილი, ანა ჯანანაშვილი, გიორგი ილარიშვილი, გიორგი მიქელაძე, დავით კოპაძე, ლუკა მაისურაძე, სვეტლანა შიპშინა, თამარ კოვალიოვი, დავით სტეფანოვი, თაკო ბლიაძე და თიკა მარღიშვილი.
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში საბაზო საფეხურის წარმატებით დაძლევისათვის დამსახურებული ჯილდოები გადაეცათ. ეს სკოლის ყველა ბენეფიციარის წარმატებაა. გილოცავთ ყველას! მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს! მომავალშიც მრავალ წარმატებას გისურვებთ!“, - ნათქვამია გორის N10 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა