სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ინტელექ-შეჯიბრში 84 მონაწილეს შორის '' კრწანისის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს N67 სკოლის მოსწავლე დაუფლა
17-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება. 

ამჯერად ''კრწანისის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა. 


კრწანისის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''კრწანისის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N67 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დემნა მუმლაძე დაეუფლა.

''კრწანისის ეტალონი მოსწავლე'' დემნა მუმლაძე ''ეტალონის'' მომავალ მონაწილეებს რჩევებს აძლევს:

''ეტალონი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან დიდი სიხარული განვიცადე. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ რომ მაქსიმალურად სწრაფად და სხარტად გასცენ კითხვებს პასუხი.''

თბილისის N67 სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე ''კრწანისის ეტალონ მოსწავლეს'' ახასიათებს:

''გამარჯვებული მოსწავლე არის მედლის კანდიდატი, საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა. აღებული აქვს ''ჩემი პირველი კომპიუტერი'', სამოქალაქო ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობს. ვახასიათებ, როგორც ცნობიერების მაღალი დონის მქონე მოსაწვლეს. 

''ეტალონი'' მოტივაციის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დიდი მადლობა ინტელექ-შეჯიბრს ამისთვის.''''კრწანისის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი დემნა მუმლაძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  
 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება